Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 206 (The Seventh Woe)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
B - “ვაი“ ამაყებს და რელიგიურ ადამიანებს (მათეიესო 23:1-39) -- იესოს გამონათქვამების მეხუთე კრებული

9. მეშვიდე „ვაი თქვენ“ (მათეიესო 23:27-28)


მათეიესო 23:27-28
27 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსენი არიან მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით. 28 ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობითა და ურჯულოებით ხართ აღვსილნი.

იუდეველები თვლიდნენ მკვდარ სხეულებს უწმინდურად. ვინც შემთხვევით მაინც შეეხებოდა მკვდარ სხეულს, მას შემდგომ უნდა შეესრულებინა, ხანგრძლივი და დამღლელი განმწმენდი პროცესი. იუდეველები აუცილებლად ღებავდნენ ყველა სამარხს იერუსალიმის ახლოში ღია თეთრი საღებავით, რათა მომლოცველებს მარტივად შესძლებოდათ მომლოცველებს, ამ სამარხისთვის თავის არიდება.

იესომ თავისი დროის ფარისევლებს აუხსნა, რომ თავად გახდნენ ამ შეთეთრებული სამარხების მსგავსნი. გარეგანად სუფთები ჩანდნენ, მაგრამ შიგნიდან აღივსნენ უწმინდურებით. მათ იცოდნენ საკუთარი ცოდვების შესახებ, მაგრამ ისე იქცეოდნენ თითქოს მართალნი იყვნენ. აღიარეს ჭეშმარიტება, მაგრამ აგრძელებდნენ ცოდვაში ცხოვრებას. ქრისტემ ამ ფარისევლებს შეთეთრებული სამარხები უწოდა, იმ დროში კი ეს სიტყვები დიდ შეურაცხყოფას ნიშნავდა. მიმართა რა თავისი ერის მთავრებს მთელი სიმკაცრით იესო შეეცადა გაენთავისუფლებინა ისინი საკუთარი სამართლიანობის რწმენისაგან და ეღიარებინათ თავიანთი გულის საცოდავი მდგომარეობა. მაგრამ მათ მაინც არ მოინანიეს, რადგან დაბრმავებულები იყვნენ საკუთარი რწმენით და ვერაფერს სხვას ვერ აღიქვავდნენ. ჩვენ კი მათი განსჯა კი არ გვმართებს, არამედ საკუთარი თავების და უფლისთვის თხოვნდა, რომ გაწმინდოს ჩვენი გულები.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, შენ წმინდა ხარ. შენთვის ცნობილია ყველა ჩემი საქმე, სიტყვა და განზრახვა. შენ ხედავ ჩემს გულს და იცი ჩემი სულიერი განცდები. მაპატიე ჩემი უწმინდურება და გამწმინდე შენი ძვირფასი სისხლით და ამავსე სულიწმიდით. დამეხმარე წინ არ აღვუდგე მართლებს, არამედ ვაღიარო, რომ შენ ერთი ხარ, ჩემი სამართლიანობა. მხოლოდ შენში და შენს მიერ არის ჩემი ძალა, ჩემი სისუსტე და მთელი ჩემი ცხოვრება გამართლებული. შენ - ჩემში საუკუნო სიცოცხლე ხარ. მადლობას გიხდი ამ უდიდესი უფლებისთვის, რომელიც მომეცი.

კითხვა:

  1. რას ნიშნავს გამონათქვამი ,,შეთეთრებული სამარხები“, რელიგიური ადამიანების მისამართით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 06:47 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)