Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 186 (Jesus Cleanses the Temple)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
A - კამათი ტაძარში (მათეიესო 21:1 - 22:46)

2. ტაძრის განწმედა (მათეიესო 21:10-17)


მათეიესო 21:14-17
14 მივიდნენ მასთან ბრმები და კოჭლები ტაძარში და განკურნა ისინი. 15 მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა დაინახეს საოცრებანი, მან რომ მოახდინა, ასევე ბავშვები, რომლებიც ტაძარში იძახდნენ: ოსანა დავითის ძესო! და გაბრაზდნენ. 16 უთხრეს: "თუ გესმის, რას ამბობენ ისინი?” იესომ უთხრა: "დიახ! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება”. 17 დატოვა ისინი, გამოვიდა ქალაქიდან, ბეთანიაში მივიდა და ღამე იქ გაათია.

ქრისტე თავად არის ღვთის ტაძარი და მასში ივანებს უფალი სხეულებრივად. მისი მეშვეობით უფალმა მრავალი გადაარჩინა. ქრისტე ასევე ერთგული მღვდელმთავარი და ღვთის კრავია, რომელმაც თავი შესწირა ჩვენთვის, რათა შეგვძლებოდა სულიწმიდის კურთხევების სრულად მიღება. ამიტომაც არის ის ერთდროულად ტაძარიც და მღვდელმთავარიც, მსხვერპლიც და ქვეყნიერების ცოდვების გამომსყიდველიც. ყველა ეს როლი, ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

სადაც ქრისტეა - იქ სასწაულებია. კურნავდა რა ავადმყოფებს, ბრმებსა და კოჭლებს. ღმერთად კი არ წარმოაჩენდოა თავს მხოლოდ, არამედ ადამიანთა ყურადღებას იქცევდა საკუთარი თავისკენ, როგორც ღვთის ჭეშმარიტი ტაძრისკენ, მიწიური ტაძრიდან, რომელიც ქვებისგან არის ნაშენები.

ბრმებსა და კოჭლებს ეკრძალებიდათ დავითის სასახლეში შესვლა (2 სამუელი 5:8), მაგრამ მათ უფლება ჰქონდათ უფლის ტაძარში შესულიყვნენ, ვინაიდან ღვთის ტაძრის დიდება, ქვეყნიურ სრულყოფილებაში არ არის. ბრმებსა და კოჭლებს ახლოსაც კი არ უშვებდნენ დიდებულებთან. მაშინ როდესაც მოუნანიებლების ბოროტების და უწმინდურების ადგილი ღვთის ტაძარში არ არის.

ტაძარი უწმინდურდება მაშინ, როდესაც გარდაიქმენა ბაზრად, მაგრამ პატივდებულია, როდესაც საავადმყოფოების მსგავსად მომსახურეა. ღვთის სახლს უხდება სიკეთის კეთება, ვიდრე ფულის გამომუშავება.

ზოგჯერ ბავშვებს მეტად ძალუძთ ადამიანთა არსეის შეცნობა, ვიდრე ზრდასრულებს. წერილის ამ ადგილას ბავშვები ყვიროდნენ: ,,ოსანა, დავითის ძეს“. შესაძლებელია ისინი ბოლომდე ვერ აცნობიერებდნენ, რომ ზეციერ მეფეს ესალმებოდნენ. მათ უბრალოდ უნოდათ იესოსთვის შეძახილების მიძღვნა, გულმოწყალე მკურნალისთვის, რომელსაც ერი აღფრთოვანებით შეხვდა.

ბავშვები ძალიან მალე ბაძავენ იმას, რაც ესმით და ხედავენ და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა არასწორი მაგალითი არ მივცეთ მათ. ლათინურ ენაში არსებობს ასეთი ციტატა: ,,ბავშვებთან დიდი სიფრთხილით მოქცევა გვმართებს“. ბავშვები სწავლობენ გარშემო მყოფებისგან ან წყევლასა და ბოროტებას ან ლოცვასა და ქებადიდებას. იუდევლები თავიანთ შვილებს ასწავლიან უწყების წაღებას და შეძახილს ,,ოსანა!“, პასექის დღესასწაულზე, მაგრამ წერილის ამ ადგილას ღმერთი ასწავლის მათ ამის კეთებას იესოსთვის.

მასწავლებლები და ხალხის წინამძღოლები განრისხდნენ ტაძარში ამ გამოსვლით. ისინი ყურადრებით აკვირდებოდნენ იესოს, რადგან თავს არიდებდნენ პოლიტიკურ და ნაციონალურ არეულობას. შეეცდება თუ არა ის, რომ ძალით მოიპოვოს ძალაუფლება? მაშინ როდესაც არაფერი არ მოხდა და ანგელოზები არ ჩამოსულან ზეციდან, რათა რომაელები მოესპო, ხალხმა დაიწყო კითხვების დასმა იესოსთვის: ,,რას იტყვი შენი მოწაფეების სიტყვებზე, რომლებიც დავითის ძედ მოგიხსენიებენ?“ იესო პასუხოდბა მათ, რომ დიდებულებს და ხელმძღვანელებს არ სურთ მისი თაყვანისცემა, მაგრამ სულიწმიდა ბავშვების და ჩვილების ბაგეებით ლაპარაკობს. ამავდროულად იესო მოუწოდებდა იუდევლურ საბჭოს კეთილი ნებითდ ამორჩილებოდა მის დიდებულებას, მათ კი არ ინდომეს, არამედ პირიქით მისი მოკვლა ჩაიფიქრეს. იესო კი ამ დროს იერუსალიმიდან ბეთანიაში წავიდა.

ლოცვა: მამაო, ძალიან გვჭირდება შენი გაწმენდა, გამოღვიძება და სულიერი აღორძინება, რათა არ დავემსგავსოდ ავაზაკებს. განდევნე ჩვენი გონებიდან აზრები, რომელიც საზიზღრობაა შენი სიყვარულისა და სიკეთისთვის. მოგვაშორე შინაგანი განგაში და წუხილი და გაგვწმინდე შენი ძის სისხლით, რათა შენი სულიწმიდა ივანებდეს ჩვენში, ავსებდეს ჩვენს გულებს და ბაგეს სიმღერით შენთვის, რადგან მხოლოდ შენ ერთი იმსახურებ საუკუნო დიდებას.

კითხვა:

  1. რითი განსხვავდებიან ტაძარში მომღერალი ბავშვები, გაბრაზებული მწიგნობრებისა და მღვდელმთავრებისგან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 04:42 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)