Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba
Previous Lesson -- Next Lesson მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 3 - მეოთხე თავი იესოს მსახურება გზად იერუსალიმისკენ, იორდანეში (მათეიესო 19:1 - 20:34)
10. იესოს მოწაფეების უგუნური ქედმაღლობა (მათეიესო 20:20-23)მათეიესო 20:20-23 მოწაფეები ვერ ხვდებოდნენ, რომ ქრისტე მას მის მოახლოებულ სიკვდილზე ელაპარაკებოდა. მათი გონება დაკეტილი იყო - ფიქრობდნენ მხოლოდ ოქროს ტახტებზე. იაკობის და იოანეს დედა მივიდა იესოსთან თავისი შვილებითურთ და სთხოვა იესოს, რომ დაჰპირებოდა, მათი შვილები ისხდებოდნენ მის მარჯვნივ და მარცხნივ სასუფევლში. ალბათ თვლიდნენ, რომ მასთან სიახლოვე უფლებას აძლევდა მათ მსგავსი თხოვნით მიემართათ. (იოანე 19:25) ვერც კი ხვდებოდნენ რაოდენ სერიოზული იყო მათი თხოვნა. მათ პატივი და ძალაუფლება სწყუროდათ მაშინ, როდესაც იესო ფიქრობდა ტანჯვებსა და გამოსყიდვაზე. მათ სურდათ პრივილეგიებითა და უფლებებით დამტკბარიყვნენ, მაშინ როდესაც ქრისტე გამომსყიდველი მსხვერპლი უნდა გამხდარიყო. ისინი მიწიურები იყვნენ , ის კი - ღვთაებრივი, ისინი ვერ აცნობიერებდნენ სასმისის ტანჯვის სიდიდეს ჩვენი ცოდვებისთვის, ღმერთის ძემ კი გადაწყვიტა მისი ბოლომდე შესმა! იოაკობი და იოანე ვერ აცნობიერებდნენ ამ ჟამის მნიშვნელოვნებას, არამედ ფიქრობდნენ რომ იესო სასწაულებრივად დაჯდება ტახტზე იმისდამიუხედავად, რომ თავად ყვებოდა წინასწარ საკუთარ სიკვდილზე. დედამიწაზევე სურდათ ზეცის საუკეთესო ადგილები დაეჯავშნათ. აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ცდუნდნენ და ეშმაკის ხაფანგში გაებნენ, რომელიც ცდილობდა იესოს პროვოცირებას, რათა გაბრაზებულიყო მათზე და უხეშად ეპასუხა. თუმცა ღვთის კრავმა მათ მშვიდად უპასუხა. მან დაარწმუნა ისინი, რომ იქნებოდნენ მისი ტანჯვებისა და სიკვდილის თანამონაწილენი. როგორ ხშირად ვეძებთ ქრისტიანები პატივს და დიდებას, კარგ სამსახურს, მაღალ ანაზღაურებას და სოციალურ დაცვას და ამ დროს ყურადღებიდან გვრჩება დევნილი ხალხი და ქრისტეს მიმდევრები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, არადა ისინი ჩვენს გვერდით არიან. ლოცვა: უფალო წმინდაო, შენ - ღვთის კრავი ხარ, რომელმაც ქვეყნიერების ცოდვები იტვირთე. შენს მოწაფეებს ტახტები და გვირგვინები სურდათ. გვაპატიე ჩვენც ისევე, როგორც მათ, თუ კი ქვეყნიერებას ვუყურებდით ტკბობით, კმაყოფილებას და ფულს ვეძებდით. დაგვეხმარე ყველას მოვუყვეთ, რომ შენ იქეცი გამოსასყიდ მსხვერპლად ჩვეთვის, როდესაც იმ საშინელი სიკვდილით მოკვდი. და დაგვეხმარე გვერდსი ვედგეთ დევნილთ და გაჭირვებულ მორწმუნეებს! კითხვა:
|