Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 154 (Jesus First Prediction of His Death and Resurrection)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

l) იესო პირველად საუბრობს თავის სიკვდილსა და აღდგომაზე (მათეიესო 16:21-28)


მათეიესო 16:26
26 რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, სულს კი დაკარგავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?
(ფსალმუნი 48:10; მარკოზი 8:36-37; ლუკა 9:25, 12:20)

ერთი კოსმონავტი დაბრუნდა მთვარიდან დედამიწაზე და ღმერთის ძებნა დაიწყო, რადგანაც კოსმოსში კოსმოსურ ხომალდზე ყოფნისას, მან იხილა ჩვენი პლანეტის სიმდიდრე და სილამაზე. თუმცა ხალხი ბუნებრივად მიდრეკილია იომოს ერთმანეთთან; დაშორდა რა ყველა თავის შემომქმედს, გაფუჭდნენ. ეს კოსმონავტი სწორ გზას დაადგა და ქრისტეს მორწმუნე გახდა.

ერთი მილიონერი ქალი, რომელიც ცხოვრობდა მარტოობაში მოკვდა და მისი სხეული გაზეთებში შეხვეული იპოვოს. იმდენად ძუნწი იყო, რომ ტანსაცმელზეც არ ხარჯავდა ფულს. წარმატება და სიმდიდრე, ადამიანს ბედნიერს არ ხდის.

ძვირფასო მეგობარო გააცნობიერე თუ არა, რომ ყველა ადამიანი სულით უწმინდურია. რა სარგებელი გექნება, თუკი დააგროვებ ფულს ააშენებ სახლს მიიღებ დიპლომებს, მაგრამ ცოდვილი დარჩები? აცნობიერებ თუ არა რაოდენ უიმედოდ არის გაფუჭებული შენი სული და შეგიძლია თუ არა ამ ჭეშმარიტების აღიარება სირცხვილით და ტკივილით? თუ თავს იტყუებ და გგონია მართალი ან კეთილი ხარ? სად წაიღებ იმ ცოდვებს, რომელიც ჩაიდინე? იცი თუ არა, რომ ცოდვა მიკრობს ჰგავს, რომელიც შენს სულს ანადგურებს?

ნუ ფიქრობ, რომ კეთილი და მშვიდი სინდისი გაქვს. დაღუპე შენი სული და შენი წარსული არ არის დაფარული ღმერთისგან, რადგან მან იცის რა გაქვს მკერდში და უწყის რა არის დაფარული ადამიანთა სულებში: ყოველი უწმინდურება, სიცრუე და სიძულვილი ფიქრებსა და გრძნობებში. ნუ მოტყუვდები, არამედ აღიარე მის წინაშე შენი შეცოდებანი და შენ ახალ ცხოვრებას დაიწყებ. დამდაბლდი და მობრუნდი ღმერთისკენ, რადგან ის გელოდება და უნდა გარდაგქმნას თავისი სამეფოსთვის.

იესოს სიტყვები გვასწავლის, რომ თუნდაც ბევრი კეთილი საქმე ვაკეთოთ, გავაბნიოთ ჩვენი ოქრო და ვერცხლი, ამითი ცოდვილებს ვერ ვიხსნით, რადგანაც გადარჩენა მიიღწევა არა საქმეებით, შესაწირავებით და მსახურებით, არამედ მხოლოდ ქრისტეს გამოსყიდვით. მხოლოდ ის არის მყარი საფუძველი ჩვენი ღმერთთან შერიგების. იესოს გარდა არავინ არის წმინდა ადამიანი, ვინც ღირსი იქნებოდა ყოფილიყო ჩვენს მაგივრად მსხვერპლის გამღები. ადამიანი თავის თავს ვერ იხსნის. ქრისტეს სისხლი ყველაფერზე ძლიერია, რაც ადამიანებს შეუძლიათ მოიტანონ მსხვერპლად. ის თავად არის ჩვენი მსხვერპლი, წმინდა ღმერთისთვის მოსაწონი.

ლოცვა: ჩვენ გადიდებთ მამაო, ძეო და სულოწმიდაო, რადგან დაგვიხსენი გზააბნეულობისგან, რომ შეგვიძლია ვიხსნათ საკუთარი ძალისხმევით ჩვენი სიცოცხლე. ბედნიერები ვართ, რომ მხოლოდ ქრისტეს სისხლს შეუძლია გაგვწმინდოს ყოველგვარი ცოდვებისგან. მან შეგვარიგა მამასთან და მიგვიღო, როგორც შვილები მადლის მეშვეობით. დაგვეხმარე ავუხსნათ ჩვენს მეგობრებს, რომ ყველა მათი საქმე ფუჭია და ერთი - ერთადერთი იმედი - ქრისტეს რწმენაშია, მის ჯვარცმასა და მკვდრეთით აღდგომაში. დაე მოიპოვონ მათ წმინდა ცხოვრება ღმერთის სიყვარულით და იცხოვრონ სიხარულში, მშვიდობასა და მადლიერებაში.

კითხვა:

  1. რატომ ვერაფერს შემატებს ჩვენს გადარჩენას, ჩვენი კეთილი საქმეები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on June 08, 2023, at 04:00 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)