Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 145 (Four Thousand Fed)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

h) ოთხი ათასი კაცის დაპურება (მათეიესო 15:29-39)


მათეიესო 15:29-31
29 იქიდან წამოსული იესო გალილეის ზღვასთან მივიდა, ავიდა მთაზე და დაჯდა. 30 დიდძალი ხალხი მივიდა მასთან; თან ჰყავდათ კოჭლები, დასახიჩრებულები, ბრმები, მუნჯები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფერხთით და მან განკურნა ისინი, 31 ისე, რომ უკვირდა ხალხს როცა ხედავდა, ალაპარაკებულ მუნჯებს, გამოჯანსაღებულ ავადმყოფებს, მოსიარულე კოჭლებს და მხედველ ბრმებს; და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.
(მარკოზი 7:37)

იესო გალილეის უდაბნო ადგილას მთაზე დაჯდა. ვერ შედიოდა თავის ქალაქში, როგორც ყოველთვის, რადგან ფარისევლები სდევნიდნენ მას და ხალხსაც მის წინააღმდეგ განაწყობდნენ. ადამიანები მასთან განსაკურნად ფარულად მოდიოდნენ. ქრისტე - ერთადერთი იმედია, ჩვენი ავადმყოფი სამყაროსთვის. პარალიზებული ადამიანები ეძებდნენ მათ, ვინც წაიყვანდა მათ იესოსთან, რათა განეკურნა ისინი, მუნჯები მოდიოდნენ მასთან ალაპარაკების იმედით. სიყვარულის სახარებამ მრავალი ადამიანი გადაარჩინა. უფრო კი ისინი, ვინც მოიქცნენ მისკენ და მყარად ეჭიდებოდნენ.

საჭიროების მქონე ერი ერთი წუთითაც არ ტოვებდა მას. არც დღე და არც ღამე არ აძლევდნენ მოსვენებას, თუმცა ხედავდნენ, რომ გამუდმებით გაურბოდა გალილეას. მათ კურთხევა უნდოდათ იმისდამიუხედავად, რომ უდაბნოში სწყუროდათ და შიოდათ. რჩებოდნენ ქრისტესთან, რათა მიეღოთ ძალა. და რამდენი წუთი, საათი და დრო ხარ ქრისტეს გვერდით, სადაც ქრისტეა - ის მოქმედებს ღმერთის ძალა გადარჩენისთვის.

ქრისტეს ძალა იმდენად დიდი იყო, რომ ნებისმიერ ავადმყოფობას კურნავდა. ხალხს მასთან თავიანთი ავადმყოფი ნათესავები და მეგობრები მოჰყავდათ. ჩვენ არ ვკითხულობთ იმის შესაებ, თუ რას ეუბნებოდა ის მათ და როგორ იჩენდა წყალობას. მათი მდგომარეობა სიტყვების გარეშეც ცხადი იყო. როგორი პრობლემაც არ უნდა გვქონდეს, როგორც კი მას ქრისტეს ფეხებთან დავდებთ მშვიდობას მოვიპოვებთ. ქრისტეს ყველაფერი ესმის და ყველაფერს ხედავს. ჩვენ ყველაფერი მას უნდა გადავცეთ, რათა ყველაფერში თვითონ გაერკვეს. ვისაც ქრისტეგან სულიერი განკურნების მიღებას სურს, თავისი თავი სრულად უნდა მიიტანოს ქრისტეს ფეხებთან და მისცეს სიცოცხლე განსაკარგად.

ქრისტესთან მოჰყავდათ ბრმები, ყრუები, მუნჯები, პარალიზებულები და სხვა დაავადების მქონე ადამიანები. ხედავთ რა გააკეთა ცოდვამ? მან ქვეყნიერება სავადმყოფოდ გადააქცია. რამდენი ავადმყოფობაა დედამიწაზე, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ანადგურებს. ნახე როგორ ამარცხებს ჩვენი მხსნელი ამ ადამიანთა მოდგმას. ისინი ბევრნი არიან და ადამიანის გონება ვერ ჩაწვდება მათ მიზანს და ვერ მოძებნის ყველა განკურნების ხერხს სათითაო ავადმყოფობისთვის. თუმცა ყველანაირი ავადმყოფობა ქრისტეს გამოცხადებისას უკან იხევდა. უფალმა ,,წარმოგზავნა თავისი სიტყვა და განკურნა ისინი“ (ფსალმუნი 106:20).

კითხვა:

  1. რატომ შეეძლო ქრისტეს ყველანაირი სახის ავადმყოფობის განკურნება?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 04:08 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)