Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba
Previous Lesson -- Next Lesson მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
C - თორმეტი მოწაფის გაგზავნა სახარების საქადაგებლად (მათეიესო 9:35 - 11:1)
3. ცათა სამეფოს გავრცელების გზები (მათეიესო 10:5 - 11:1) -- იესოს მიმართვის მეორე კრებული
e) სახარების ქადაგების უდიდესი მიზანი (მათეიესო 10:40 - 11:1)მათეიესო 10:41-42 წინასწარმეტყველის ჯილდო - მისი წინასწარმეტყველების აღსრულებაა. ის ცდილობს, რომ არ გამოდგეს მატყუარა, მაგრამ აუწყოს ყველაფერი ღმერთისგან. ესაია იუწყებოდა ქრისტეს მოსვლას, როგორც ჩვილის. იერემია ამბობდა, რომ რჯული ადამიანთა გულებში იქნება. ეზეკიელი წინასწარმეტყველებდა, რომ ახალ გულს მივიღებდით უფლისგან საჩუქრად. დანიელი კი ხედავდა ქრისტეს მსხვერპლს დედამიწის სამეფოებზე და საბოლოო სამსჯავროს მოსვლას. წინასწარმეტყველებს იმედი აქვთ, რომ მათი წინასწარმეტყველებები აღსრულდება, მათი ჯილდო - ქრისტეს მეორედ მოსვლაა და უფლის ჩანაფიქრების სრული აღსრულება, ხალხის გადარჩენა და ღმერთის სამეფოს დადგომა დედამიწაზე. მადლობა ღმერთს, რომ ქრისტე მოვიდა მისი სულიერი მეფობა დაიწყო. ქრისტეს მოწაფეები, რომელთაც ქვეყნიერება თვლიდა უძლურებად, ყოველგვარი იარაღის გარეშე, წავიდნენ ქალაქებსა და სოფლებში, რათა ღმერთის სიყვარულის სამეფოსთვის ხალხი შეეძინათ. გასაკვირია, რომ მრავალს ვინც მათ დევნიდა, კლავდა, ეჩვენებოდათ სუსტებად იმ სამყაროს წინაშე, რომელიც თავად იყო ბოროტი და მკვლელი. მაგრამ ვინც იღებდა მათ, თავად ღმერთს ხვდებოდნენ მათთან ურთიერთობისას და ვინც ერთ ჭიქა წყალს გაუწვდენდა, იღებდნენ უდიდეს ჯილდოს. სიცოცხლის პური, რომელიც მათთვის დაპირებული იყო ქრისტეა, თუკი ირწმუნებენ მას. კურთხევა, რომელიც იესოს სულიერ შვილებს დაყვებათ არ არის უბრალოდ იმედი და ფანტაზია, არამედ სულიწმიდის ძალაა და ღვთის თანდასწრება მათ გულებში, ვინაიდან ის არის მათ გულებში, ვინც ინანიებს და თავს უძღვნის მას. ის საუკუნის დასაწყისიდანვე იყო მთელი დედამიწის დასაყრდენი. სიკეთე და წყალობა, რომელიც ქრისტეს მოწაფეებმა მიიღეს მხოლოდ ქრისტეს გამო უნდა კეთდებოდეს. წინასწარმეტყველი უნდა მიიღო იესოს სახელით, ვინც გამართლდა, ხოლო მოწაფეები მასწავლებლის სახელით. არა იმის გამო, რომ დიდი მასწავლებლები არიან, არამედ იმისთვის, რომ გამართლებულნი არიან, რომლებიც ქრისტეს ხატებას ატარებენ, როგორც მისი მიმდევრების მოწაფეები. თუკი მხოლოდ ქრისტეს უყურებ და გწამს მისი, შენი კეთილი საქმეები და წყალობა, რასაც მის მსახურებს გაუკეთებ, აზრს შეიძენს. ლოცვა: აგამაღლებთ შენ, რათა გამოგვიგზავნე ქრისტე, პური დედამწიაზე და სინათლე ერებისთვის. ის არის ჩვენი ჯილდო, თუკი რწმენით მივიღებთ. მადლობას გიხდით, რომ ყველა დევნილზე ზრუნავ და აძლევ მათ ერთ ჭიქა ცივ წყალს, განსაცდელებისა და დევნის დროს. კითხვა:
|