Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba
Previous Lesson -- Next Lesson მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
B - ქრისტეს სასწაულები კაპერნაუმსა და მის მიდამოებში (მათეიესო 8:1 - 9:35)
10. იესო მკვდრეთით აღადგენ გოგონას და კურნავს ქალს (მათეიესო 9:18-26)მათეიესო 9:18-26 ქრისტემ გაიმარჯვა ყველაფერზე, რაც ეწინააღმდეგებოდა მის მარადიულ სამებას. ბოლო მტერი, რომელზეც მან გაიმარჯვა სიკვდილი იყო. როგორი მშვენიერი ჭეშმარიტებაა. მას შემდეგ კი მახარობელმა მათემ გვიამბო იესოს გამარჯვებაზე, სტიქიებზე, სულებზე, ცოდვებზე, ავადმყოფობაზე და კანონებზე. მან გვაჩვენა თუ როგორ გააძევა ქრისტემ ჩვენი ბოლო მტერი - სიკვდილი. ქრისტე გვაძლევს სრულ თავისუფლებას სიმძიმეებისა და შიშისგან და ჩვენში თავისი საუკუნო სიცოცხლე შემოყავს. ხარობ თუ არა ამ გამარჯვებას ქრისტესთან ერთად? იუდევლური სინაგოგის ზედამხედველს ქალიშვილი გაუხდა ავად. ვინც კი შეეცადა მის დახმარებას ვერავინ შეძლო. ის უკვე კვდებოდა და მამაც პანიკაში იყო. ის გაიქცა იესოსთან, დაეცა მის ფერხთით ყველას თვალწინ, თუმცა სინაგოგის რაბინი იყო და იცოდა, რომ თაყვანი მხოლოდ ღმერთისთვის უნდა ეცა და არა ადამიანისთვის. დაიხარა რა ქრისტეს წინაშე ამითი მან მისი ღვთაებრიობაც აღიარა. ქრისტემ მიიღო ეს თაყვანისცემა, ვინაიდან ის არის ჭეშმარიტი ღმერთი, ჭეშმარიტი ღმერთისგან, მამის მსგავსი. სინაგოგის ზედამხედველის რწმენამ აღძრა ის, რომ ეთხოვა იესოსთვის თავისი ქალიშვილის განკურნება, რადგან ხედავდა, როგორ ასხავდა ავადმყოფებს ხელს და ისინიც ინკურნებოდნენ. ქრისტე მაშინვე გაჰყვა მას, რადგან მდგომარეობა კრიტიკული იყო, მაგრამ როდესაც ხალხის ბრბოში აღმოჩნდა მას მიუახლოვდა ერთი ქალი სიტყვის უთქმელად, შეუმჩნევლად შეეხო მის სამოსს. ქრისტემ იგრძნო თუ როგორ გავიდა მისგან ძალა, თუმცა მრავალი ეხებოდა მას, თუმცა ამ ქალის შეხებაში რწმენა იყო. იმის შემდეგ, როდესაც მან თავისი დამოწმება მოყვა ყველას გასაგონად, იესომ ამ ქალის რწმენა მისდამი დაადასტურა. ადამიანი რწმენით იღებს ქრისტესგან ძალას, სიცოცხლეს და მადლს. იესოს ეს შეყოვნება სინაგოგის ზედამხედველისთვის მარტივი გაკვეთილი არ აღმოჩნდა, რადგანაც ძლიერ ეჩქარებოდა თავის ქალიშვილთან. ქრისტემ კარგი გაკვეთილი მისცა და ასწავლა, რომ უფალი პატივს არ მიაგებს ადამიანებს გარკვეული თანამდებობის გამო და არ დაამცირებს უბრალო ადამიანს და რომ ის მოქმედებს იმ რწმენის მეშვეობით, როგორიც მათ აქვთ: მცირე იქნება ეს თუდ იდი, ქალი იქნება ის თუ კაცი. როგორც იქნა მივიდნენ ქალიშვილთან, მაგრამ ის უკვე მკვდარი იყო. ქრისტემ ამ სიკვდილ ძილი უწოდა და მაშინ მომტირალე ქალებმა დასცინეს მას და ამტკიცებდნენ, რომ სულაც არ სძინავს, არამედ მოკვდა. სიკვდილის ძალაუფლებამ და ადამიანების უპატივცემულობამ იესოს გული დაწყვიტა. არავის მისცა სახლში შესვლის უფლება, მხოლოდ ქალიშვილის მშობლებს და სამ მოწაფეს. სრულ სიჩუმეში იდგა მკვდარი გოგონას წინ. მან აიღო მისი ხელი და მისი სული დაბრუნდა სხეულში, სიკვდილი დამარცხდა, რადგანაც ის გაექცა ქრისტეს ძალაუფლებას. მისი სიტყვების ძალამ სძლია სიკვდილი, გოგონა აღდგა და მივიდა თავის მშობლებთან. ყველა განცვიფრებული და თავზარდაცემული დარჩა. ქრისტე მხოლოდ შემომქმედი არ არის, მას შეუძლია სიცოცხლის მოცემა და შენახვა. მან ბრძანა, რომ გოგონასთვის, რაიმე საკვები მიეცათ, რათა ენახათ, რომ გოგონა გამოკეთდა და ქრისტეს გადარჩენის საქმე სრულად აღსრულდა მასში. როგორი დიდებული ნუგეშია ჩვენთვისაც ქრისტეს მიმდევრებისთვის. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მან მკვდრეთით აღგვადგინა, გვიცნობს თითოეულს სახელით, ის ჩაგჭიდებს მარჯვენა ხელს და ერთ წამში აღგადგენს ცოდვის სიკვდილისგან და იცოცხლებ საუკუნო სიცოცხლით. ლოცვა: ზეციერო მამა, ჩვენ ცოდვის ქსელში ვართ გაბმულნი ჩვენი ბუნებით, მაგრამ შენი მხოლოდ შობილი ძე არის სიცოცხლის მმართველი და სულიერი მდინარეების წყარო. მადლობას გიხდით, რომ გამოგვიგზავნე ეს დიდებული მხსნელი, რათა მისი რწმენის მეშვეობით მოვიპოვოთ შენი საუკუნო სიცოცხლე. როდესაც სახარებას წავიკითხავთ, ხელი გეკიდოს, რათა აღვდგეთ მთელი ახალგაზრდობა და ჩვენი გარშემომყოფები. კითხვა:
|