Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 081 (Wise Man and Foolish Man)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
4. ზეციური სამეფოს კონსტიტუციის შედეგი (მათეიესო 7:7-27)

f) კეთილგონიერი და უგუნური კაცი (მათეიესო 7:24-29)


მათეიესო 7:24-27
24 ამიტომ ყველა, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და აღასრულებს მათ, იმ კეთილგონიერ კაცს ჰგავს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. 25 და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს; ის კი არ დაეცა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული. 26 ხოლო ყოველი, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ აღასრულებს, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. 27 და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს, და დაეცა იგი - და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა.

აუცილებლად გექნებათ ცხოვრებაში ქარიშხლები - როგორც სულიერი ასევე ფიზიკური, ვინაიდან უღმერთო კაცობრიობა არის ღმერთის რისხვის ქვეშ და ყოვლადძლიერმა მშვიდობა წაიღო ჩვენი პლანეტიდან. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ უბედურ დღეში, რომელიც გვაუწყებს ქრისტეს მეორედ მოსვლას. თუკი ვინმე ამბობს: ,,მშვიდობას გისურვებთ!“, ეს უბრალოდ ოცნებებია, რადგანაც სამყაროში მხოლოდ სიძულვილი იზრდება, ძლიერდება შიმშილი, მრავლდება ურჯულოება და საზოგადოება გაიხრწნა. ძვირფასო ძმაო, როგორ გაძლებ ასეთ გლოვაში?

ქრისტემ გიპასუხა და ნუგეშის სიტყვები მოგცა: ,,გეუნებით რომ გქონდეთ ჩემში მშვიდობა, მშვიდობაში გექნებათ მწუხარება, მაგრამ მტკიცენი იყავით, მე ვძლიე წუთისოფელს“. ნუ გეშინია, რადგან მკვდრეთით აღმდგარმა მოგცა მტკიცე საფუძველი შენი ცხოვრებისთვის და განძი, რომელიც ყველაზე ძვირფასია - დიდებული და წმინდა სახარება, რომელშიც ვნახულობთ სიცოცხლისთვის და სიკვდილისთვის ძალებს, ვპოულობთ დასვენების და შრომის, სიხარულის და გლოვის ძალებს. სახარება - წამალია ყველა დაავადებისთვის, თუ ამ ღმერთის სიტყვებს შენი ცხოვრების საფუძვლად დაიდებ, გახდები ჭკვიანი და ბრძენი. არაფერი შეგარყევს, ღმერთის რისხვის დინებისას იმედიანად იდგები, რადგანაც იცი მისი მოწყალე ძის ხმა და გესმის თუ როგორ გეუბნება: ,,ნუ გეშინია შვილო ჩემო, გეპატია შენი ცოდვები“. თავად ქრისტე არის - მყარიდასაყრდენი შენი მომავალი ცხოვრებისთვის.

ვაი მას, ვინც თავის ცხოვრებას ფილოსოფიაზე და სწავლებაზე აშენებს, რომელიც არ არის დაფუძნებული ჯვარზე, ვინაიდან ისინი ცრუა ამაღლებენ ადამიანსა და მათ საქმეებს და წევს მათ სიამაყეს. როდესაც ის ხვდება, რომ მასში არაფერი კეთილი არ არის, გარბიდ იმედგაცრუებული, ღრმა მწუხარებაშ, რომელსაც შიშიც კი მოაქვს. ის მიდის ცრუ და ქედმაღალ წინამძღოლებთან და ეძებს მათ განადგურებულ დევიზებში გამოსავალს, სინამდვილეში კი ეს ფუჭი ფრაზებია, რომლებიც ადამიანებს აინფიცირებს. ბრბომ რომელმაც არ გაიგონა და არ მიიღო სახარება, ცრუ მორწმუნეების მარტივი მსხვერპლი ხდება, ისინი კი ზეციერი მამის წინააღმდეგ ცოდავენ.

შენ ხომ იცი კეთილი მწყემსის ხმა. ის არ გიყვირის, არამედ იცავს თავის მიმდევრებს ჭეშმარიტებაში. ის აძლევს მათ საშალებას აკეთონ სიკეთე მისი სიყვარულის, მოთმინების და იმედის ძალით და ვერავინ წაგლეჯს მათ მისი ხელიდან. ქრისტე ცოცხალია, ის მეფობს თავის მამასთან და სულიწმიდასთან ერთად, როგორც ერთი ღმერთი უკუნისამდე. ის მალე მოვა, რათა შეიყვანოს თავის სამეფოში, ვინც სახარების თანახმად იქცევა, ელოდება მის მოსვლას, უმზადებენ გზას და მოაქვთ მისი სულიწმიდის ნაყოფები.

მათეიესო 7:28-29
28 როცა დაასრულა ეს სიტყვები იესომ, განცვიფრებული იყო ხალხი მისი მოძღვრებით. 29 რადგან იგი ასწავლიდა მათ როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობრები.
(იოანე 7:16, 46; საქმეები 2:12)

ქრისტე არის ჭეშმარიტად ღმერთი და ჭეშმარიტად ადამიანი და მის სიტყვებს აქვს ძალაუფლება. მათ შეუძლიათ გაქვავებული გულების მოლბობა, სიმართლისთვის მწყურვალების გადარჩენა და გულით დამსხვრეულების განკურნება. დღეს გვაქვს პრივილეგია წავუღოთ ხსნის სახარება მათ, ვისაც სწყურია და მოვუყვეთ მათ, ჩვენი შეუდარებელი მხსნელის მადლის დიდებულებაზე, რომელიც თავად არის საუკუნო მოსამართლე და განსჯის ბოლო დღეს.

წაუღე შენს ნაცნობებს ღმერთის სიტყვა სრულად, რათა მრავალი გადარჩეს იმ ბოლო დღეებში. ნუ გადააფასებ შენს ინტელექტუალურ შემეცნებას და შესაძლებლობებს, განადიდე მამა და ძე, სულიწმიდის ძალით, რომლებიც არსით ერთი ღმერთია. მაშნ შენ გამოცდი შენს თავზე იესოს სიტყვებს: ,,თქვენთან ვარ წუთისოფლის აღსასრულამდე“ (მათე 28:20).

ლოცვა: წმინდაო, მადლობას გიხდით, რადგან შთააგონე შენი მოწაფეები ეუწყებინათ ჩვენთვის გადარჩენა და მოგვეცი შეუფასებელი შესაძლებლობა ღრმად შევისწავლოთ შენი სახარების რჯულის აზრი. შენი ძის სისხლით გვიხსენი და მოგვეცი სიცოცხლე შენი ძალით. დაგვიცავი შენი სიყვარულით. მოგვეცი შენი მადლის მსახურება, რათა გავავრცელოთ შენი კეთილი უწყება ჩვენს გარშემო, რათა ერთად ვემზადებოდეთ შენი საყვარელი ძის მოსვლისთვის.

კითხვა:

  1. როგორი საფუძველია სიცოცხლისთვის საიმედო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 05:47 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)