Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 049 (The Beatitudes)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება

a) ნეტარნი არიან (მათეიესო 5:1-12)


მათეიესო 5:11-12
11 ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველგვარ ბოროტებას დაგაბრალებენ ჩემ გამო. 12 იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.
(მათე 10:22; საქმეები 5:41; 1 პეტრე 4:14; ებრაელები 11:33-38; იაკობი 5:10)

უფალი თავის კურთხევას უმეორებს მისთვის დევნილ ზარგზავნილებს. ქვეყნიერების სული ვერ იტანს ღმერთს და მისი სულისგან შობილს. ამა ქვეყნის შვილები აცდუნებენ ზეციერი მამის შვილებს, როგორც ეშმაკი აცდუნებდა ქრისტეს და მის მოწაფეებს. უფალმა მათ წინასწარ უთხრა თუ რა მოელოდათ. რომ ისინი იქნებოდნენ დევნილნი, უკუგდებულნი, როგორც „და გავხდით ნაგავი წუთისოფლისა“ (1 კორინთელთა 4:13); მათ დააჯარიმებენ, ჩასვავენ ციხეებში, მოექცევიან, როგორც დასაკლავ ცხვრებს. ეს აბელის დროიდან მოქმედებს, მტრობა გველის თესლსა და წმიდა თესლსშორის. ასე იყო ძველი აღთქმის დროს, ქრისტემ კი გვითხრა, რომ კიდევ უფრო მეტ ტანჯვას გადაიტანენ მისი ეკლესიის ჭეშმარიტი მორწმუნენი, ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს ეს (1იოანე 3:13). მან მაგალითი დაგვიტოვა.

ტანჯვების რთულ დროში, თუ დევნის დრო დაკარგავ საცხოვრებელსა თუ სამსახურს, ღმერთის ძე მოგიწოდებს იხარო და იმხიარულო. რატომ მოთქვამ? იხარე და მადლიერება წარმოთქვი, ვინაიდან მოახოებული სასუფეველი ცათა!

ღმერთი ზრუნავს მისი სახელის გამო დევნილთ. თუმც საკუთარი ცხოვრება დაკარგოს ბევრმა, ქრისტეს არ უღალატებს. ცეზაში იესო ქრისტესთან ერთად ცხოვრება იქნება ყველა ტანჯვაზე მაღლა, რომელსაც აქ ვიღებტ ქვეყნიერებაზე.

წინასწარმეტყველებსაც დევნიდნენ შენს მსგავსად და სასტიკად ექცეოდნენ მათ. მოელი თუ არა ზეცაში მოხვედრას სხვა გზებით? ნუთუ ესასიას არ დასცინოდნენ მისი სწავლებებისთვის, ელისეს - უთმო თავზე? არაფერი გაგიკვირდეს, თითქოს რაიმე უცნაური იყო და სირთულეების გამო ნუ დრტვინავ. თავი იმით ინუგეშე, რომ ამ ტანჯვის გზები მრავალმა წმინდანებმა განვლეს და პატივად მიიღე ამ ადამიანების რწმენის ნაფეხურებზე გავლა. მადლი, რომელიც მათთვის საკმარისი იყო, რათა გაევლოთ ტანჯვები, იგივე ზომით მოგეცა შენ. შენი მტრები კი სხვა თესლს ეკუთვნიან - ისინი მათი შვილობილები არიან, ვინც უწინ უფლისგან წარმოგზავნილთ დასცინოდნენ.

ასე, რომ „იხარე და იმხიარულე!“ არ არის საკმარისი დევნების გადატანა, როგორც უწინ ტანჯვების იმისთვის, რომ არ გვინდოდეს ბოროტის წილ ბოროტისმ იგება. უნდა ვხარობდეთ იმ პატივით, ვისიამოვნოთ და დავაფასთ ქრისტეს გამო ტანჯვა, ვინაიდან მათი ნეტარება და ფასეულობა ბევრად აღემატება მთელ ტკივილსა და სირცხვილს. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ვიამაყოთ საკუთარი ტანჯვებით (სიამაყე ყველაფერს გააფუჭებს), არამედ უნდა დავტკბეთ მათით, როგორც პავლე (2კორინთელთა 12:10), ვიცით რა, რომ ქრისტე ჩვენთან რჩება და რომ არასდროს დაგვტოვებს.

ლოცვა: მადლობას გიხდი, ზეციერო მამაო იმისთვის, რომ მიგვიღე შვილებათ მადლის მეშვეობით! გვაპატიე ჩვენი შიშები და სიჯიუტე! გვასწავლე მოთმინება და ქრისტეს სისუფთავე! მოგვეცი ძალა და სიმამაცე ვაღიაროთ შენი მშვიდობის სახარება! დაგვიფარე, როდესაც უარგვყოფენ მეგობრები და ნათესავები, რათა შევძლოთ ვაკურთხოთ ისინი, ვისაც ვეზიზღებით და გვიყვარდეს ვინც გვცემს. ვილოცოთ ჩვენს მდევნელებზე. განგვამტკიცე სიხარულსა და მხიარულებაში, ვინაიდან შენ ხარ ჩვენთან და ჩვენში. ანუგეშე ისინი, ვინც ახლა იტანჯებიან შენი წმინდა სახელის გამო.

კითხვა:

  1. რა ჯილდოს მიიღებენ დევნილი მორწმუნეები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 13, 2022, at 07:36 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)