Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Galatians - 021 (Paul is zealous for his children in the Spirit, and he suffers much for them)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 3: რჯული და სახარება: მათი მიზნები და შედეგები (გალატელთა 3:1 – 4:31)

6. პავლე შიშობს, ეჭვიანობს და ღრმად წუხს თავის შვილებზე (გალატელთა 4:8-20)


გალატელთა 4:16-20
16 მაშ, ნუთუ თქვენი მტერი გავხდი, ჭეშმარიტებას რომ გელაპარაკებით? 17 სასიკეთოდ როდი არიან თქვენთვის მოშურნენი, არამედ სურთ თქვენი დაცილება ჩვენგან, რათა მათთვის გქონდეთ მოშურნეობა. 18 კარგია სასიკეთოდ მოშურნეობა ყოველთვის და არა მხოლოდ თქვენთან ჩემი ყოფნისას. 19 ჩემო შვილებო, რომელთათვისაც ჯერაც განვიცდი მშობიარობის ტკივილებს, ვიდრე თქვენში ქრისტე გამოისახება. 20 ვისურვებდი თქვენთან ყოფნას და კილოს შეცვალას, ვინაიდან გაოგნებული ვარ თქვენ გამო.

ყველა ვერ აიტანს, როდესაც მას პირისპირ ესაუბრები მის არასწორ საქციელზე. ზოგიერთი ამას აღიქვამს მტრობად და შეურაცხყოფად და ამის გამო უკუაგდებენ ერთგულ მეგობარს, წრფელ ცოლს, მოსიყვარულე მშობლებს და სულიერ ძმებს, როდესაც ისინი სიმართლეს საუბრობენ არა ბოროტებით, არამედ სიყვარულის გამო, მათსავე სასიკეთოდ, რათა სწორ გზას დაადგნენ. ყურადღებით მოუსმინე თითოეულს ვინც სიმართლეს გეუბნება პირდაპი და მოერიდე ფარისეველ ადამიანებს.

რჯულის დამცველებიც ზრუნავდნენ გალატელებზე და შრომობდნენ მათთან. პავლემ მათ მადლით გადარჩენა აუწყა და არ ასწავლიდა დაიმედებულ4იყვნენ საკუთარ თავზე. პირიქით, მან დაამსხვრია მათი საკუთარ თავში დაჯერებულობა და ღმერთზე დანდობას ასწავლიდა. ამასთანავე ცრუმოძღვრები ქადაგებდნენ რჯულს და მოუწოდებდნენ მათ დაიმედებულიყვნენ თავიანთ თავზე, თითქოს შეეძლოთ საკუთარი კეთილი საქმეებით გადარჩენა და არ იყო საჭირო უფლის მადლი.

შედეგად მორწმუნეებს შორის შეიქმნა ადამიანური შეჯიბრი სამართლიანობაში, თითქოს ერთნი უკეთესნი არიან სხვებზე და აპლოდისმენტებს იმსახურებენ, პატივისცემას და შექებას თავისი ძალისხმევით რომ იცავენ რჯულს. ცრუმალსწავლებლები ცდილობდნენ არა მსმენელის გდარაჩენას, არამედ მათგან პატივისცემის და ქების დამსახურებას; პავლე კი თავმდაბალი იყო და საქმის მკეთებელი მონა, მსახური, ჭეშმარიტი მაგალითი ქრისტეს თვინიერებისა.

პავლე გამუდმებით ფიქროდა და ზრუნავდა თავის და-ძმებზე შორს ყოფნის მიუხედავად, თუმცა ისინი მას მტრად მიიჩნევდნენ. მასში მადლიერების სიყვარული იყო, რომელიც დედის სიყვარულსაც აღემატებოდა, რადგან დედა შვილს ერთხელ შობს, ხოლო პავლე მეორედ განიცდიდა შობის ტკივილების მსგავსს, რათა ხელახლა ეშვა თავისი და-ძმები საუკუნო სიცოცხლისთვის. კეტილი უწყების დროს ვერ იქნები გულგრილი, არამედ მახარობელი მზრუნველია, გამუდმებით ლოცულობს, უკუგდებას ითმენს და ელოდება იმედით. ეს არის გამარჯვება, რომელიც იმარჯვებს წუთისოფელზე - რწმენა!

პავლეც ადამიანი იყო და უბრალოდ ლოცვა კი არ სურდა თავის სულიერ და-ძმებზე და შორიდან წერილების წერა, არამედ შეხვედრა მათთან, პირისპირ საუბარი, მათ კითხვებზე პასუხის გაცემა, ნაზად დარიგება მათი და სიყვარულით მხელა.

ის რომ პავლე ვერ შეხვდა მათ, ჩვენთვის სასიკეთო იყო, რადგა წერილი დაწერა მათ მიმართ, სადაც გასაგებად განმარტა მადლის პრინციპი, რათა გალატელები გადარჩენის გზას ჩაწვდომოდნენ და ამის გამო ჩვენც შეგვიძლია მტკიცედ ვიდგეთ ქრისტეში და არ დავიმედდეთ მკვდარ რჯულზე.

ლოცვა: უფალო იესო, ჩვენ გამო ჯვარზე ეწამე, შენ ეწამე ჩვენი სიჯიუტის და სიამაყის გამო, სანამ არ ვიშვით მაღლიდან შენი სულიწმიდით! დაგვეხმარე არ ვიბრძოლოთ ფუჭად რჯულით გამართლება, არამედ დაგვეხმარე ჩვენი გულები შენი მადლის წვიმიდსთვის გავხსნათ, რათა ვიგრძნოთ შენი ძალის სისავსე და გამუდმებით გემადლიერებოდეთ გადარჩენისთვის! დაგვეხმარე ვიზრუნოთ არა მხოლოდ საკუთარი გადარჩენისთვის, არამედ სულიერად ავაღორძინოთ სხვებიც და განვამტკიცოთ მადლში!

კითხვა:

  1. რატო იტანჯებოდა პავლე გალატელთათვის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 01:29 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)