Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba
Previous Lesson -- Next Lesson მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 6 - იესოს მკვდრეთითი აღდგომა და მისი დიდადი დავალება (მათეიესო 28:1-20)
4. იუდეველი ხუცესების გამონაგონი (მათეიესო 28:11-15)მათეიესო 28:11-15 მღვდელმთავრებმა მოისმინეს რა იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ, ანგელოზის გამოჩენაზე და იმასე თუ რა უთხრა მან ქალებს, შიშში და განრისხებულებმა შეთხზე ისტორია, რომელიც სავსე იყო ურთიერთ საწინააღმდეგო ფაქტებით.მოისყიდეს რა მცველები, ყველასთან იმის თქმა აიძულეს, რომ მათ ჩეძინათ სამარხთან და სწორედ მაშინ მოწაფეებმა მოიპარეს იესოს სხეული. მაგრამ ასეთი რამე არ მოხდებოდა. ეს უბრალოდ სასაცილო ისტორიაა. მოხდა ის, რის თავიდან აცილებასაც ცდილობდა სინედრიონი, - სხეული სამარხიდან გაქრა. მაგრამ ჭეშმარიტებას ვერ დააკავებ ფულით და სიცრუით, რადგან ეს უბრალოდ აზრი კი არ არის, არამედ ჭეშმარიტება ეს ადამიანია, რომელიც მკვდრეთით აღდგა და ცხოვრობს ჩვენს შორის. როგორი დიდია სხვაობა იმ ქალებს შორის, ვინც იხილა ანგელოზი და მათ შორის, ვინც არიან მღვდელმთვრები, რომელთაც მცველებს ტყუილის თქმა აიძულეს. ქალებს აქვთ ჭეშნმარიტება, მშვიდობა და სიხარული. რელიგიურ მთავრებს აქვთ სიცრუე, მოსყიდვა და შიში. ლოცვა: უფალო იესო, ცოცხალი ხარ საუკუნოდ! თაყვანსგცემთ, რადგან სიკვდილმა ვერ დაგაკავა. შენმა სიცოცხლის ძალამ დაანგრია სიკვდილის სიბნელე. გაგვამართლე შენი კვარზე სიკვდილით და მოგვეცი მშვიდობა შენი აღდგომის მერე. გაქებთ და ვხარობთ, რადგან ღმერთი ჭეშარიტად გახდა ჩვენი მამა. შენი აღდგომით საუკუნოდ შენ შვილებად გვაქციე! კითხვა:
|