Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba
Previous Lesson -- Next Lesson მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
C - იესოს წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე წუთისოფლის მომავლის შესახებ (მათეიესო 24:1-25:46) -- იესოს გამონათქვამების მეექვსე კრებული
13. იგავები ტალანტებზე (მათეიესო 25:14-30)
b) უფალი ერთგულებს დააჯილდოვებს (მათეიესო 25:19-23)მათეიესო 25:19-23 ღმერთი ჩვენგან შორს არის დაფარული ჩვენივე ცოდვილი ბუნების გამო. ჩვენ არ შეგვიძლია მისი დანახვა ზუსტად, მაგრამ გულით გვწადია ჩვენს სიცოცხლეში მისი წყარო. ყველა რელიგიაში გამოიხატება ღმერთისადმი ლტოლვა. ადამიანი, რომელიც ამისკენ არ ილტვის, სულიერად ავად არის. ღმერთი თავის სიყვარულში უფრო მეტად ილტვის ჩვენსკენ, ვიდრე ჩვენ მისკენ. მან საკუთარ თავზე გვიამბო თავისი მონების მეშვეობით - ერთგული წინასწარმეტყველების და საბოლოო ჯამში თავისი სულიწმიდით. ქრისტეს მეორედ მოსვლა შეუქცევადია. ის ხომ თავისი სიყვარულის სიტყვებით გვარწმუნებს იმაში, რომ მოვა ქვეყნიერები გასასამართლებლად და თავისი მიმდევრების გადასარჩენად. ჩვენ ველოდებიტ ჩვენი მხსნელის მოსვლას. ჩვენ არ გვეშინია მისი, არამედ გვწყურია მისი დანახვა. კარგი მუშა ირჩევს გარკვეულ მონაკვეთს და მთელი ძალისხმევით სწავლობს მას, შემდგომ ის თავის საქმეში დებს ფულს, სხვა საქმეებს კი მეორეხარისხოვან სტატუს ანიჭებს და ცხოვრობს თავისი შემოსავლების ხარჯზე. სწორედ ასე იქცევა ნამდვილი ქრისტიანი რწმენაში. ჩვენ არ გვაქვს საკუთარი კაპიტალი, ჩენ როგორც უფლის მონები ვდებთ საქმეში, რაც ჩვენი უფროსისგან მივიღეთ. ყოველივე რაც მივიღეთ - გონება და ცოდნა უნდა გამოვიყენოთ უფლის მსახურებისთვის. ამ ქვეყნიერების ყველა შეძენილი ფასეულობა, ქონება რეპუტაცია, ავტორიტეტი, ძალაუფლება და უფლება ყოველივე ეს უნდა ემსახურებოდეს ქრისტეს დიდებას. ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან უფრო გვაღრმავებს და გვამტკიცებს, როდესაც სახარება, ბიბლია ემსახურება იმ საიდუმლოებებს გარკვეული მიზნით. სულიწმიდის ნიჭების მადლი აუცილებლად გამოსაყენებელია, სწორედ ასე ვდებთ ჩვენი უფლის საქმეში რესურსებს. უფლის ერთგული მსახურები მზად არიან მასთან შესახვედრად. ისინი ემზადებიან, აგროვებენ ნიჭებს საკუთარი დამოწმების ცხოვრების წესის სულიწმიდაში. ყოველჯერზე, როდესაც უმოწმებ რა ადამიანიანებს მხსნელისკენ რწმენაში, შენ მათთვის მამა ხარ სულიერი. არ შეგიძლია მათი ცოდვისგან დახსნა, მაგრამ უფლის ძალა მოქმედებს შენში და შენი მეშვეობით. უქადაგებ რა სახარებას გზააბნეულებს, ეძებ დიდებას და პატივს უფლისგან. შენ დაჯილდოებული იქნები შენი ერთგულებისთვის დედამიწაზე და ზეცაშიც, როდესაც ნახავ მამას დიდებაში. წმინდანები ზეცაში უსაქმოდ ცხოვრობენ. ღმერთი აძლევს მათ პასუხისმგებლობას, რადგან ისინი არიან თანამონაწილეები ამ სიბრძნის, დიდების და კეთილსურნელების. ერთი ღარიბი წინადაუცვეთელი ქალი, რომელსაც არ ჰქონდა ტრანსპორტი მღეროდა, განადიდებდა ღმერთს და უანგაროდ მსახურობდა და ელოდებოდა, როდის მოვა მათზე მეორე დარტყმა, თუმცა ყველამ იცის, რომ სიყვარული აღემატება შიშს. ღმერთი აუცილებლად პატივს მიაგებს მის ერთგულებას, ვინაიდან გამოიყენა უფლისგან ის მცირედი, რაც მას მიცემული ჰქპონდა. გახდი თუ არა შენი თავმდაბლობით და ერთგულებით უფლისა და საკუთარი თავის წინაშე მართალი. ლოცვა: წმინდაო ღმერთო, მადლობას გიხდით, რომ მოგვეცი ბევრი ნიჭი და შენი მადლით გაგვხადე საუკუნო სიცოცხლის ღირსები. გაგვამტკიცე ერთგულებაში, სიბრძნესა და თავმდაბლობაში, რათა ჩვენმა მსახურებამ და სულიერმა ნაყოფებმა გამოიღონ ბევრი ნაყოფი. კითხვა:
|