Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 184 (Jesus’ Entrance into Jerusalem)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
A - კამათი ტაძარში (მათეიესო 21:1 - 22:46)

1. იესოს იერუსალიმში შესვლა (მათეიესო 21:1-9)


მათეიესო 21:6-9
6 წავიდნენ მოწაფეები და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ. 7 მოჰგვარეს მას ვირი და ჩოჩორი, ზედ თავიანთი სამოსელი დაუფინეს და დაჯდა მათზე. 8 დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ. 9 ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკან მისდევდა, ღაღადებდა: "ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა, მაღალთა შინა!”
(4 მეფეთა 9:13; ფსალმუნი 117:25-26)

ქრისტე ძველი აღთქმის თანახმად მოვიდა. ის იერუსალიმში მეფის სიყვარულით და ღვთის მშვიდობით შემოვიდა, ვირზე და არა ცხენზე, როგორც მიწიურ მეფეებს და დამპყრობლებს შეეფერებოდათ. ღმერთის შვილი მოვიდა სიკეთითა და თავმდაბლობით და არა განკითხვით, რისხვითა და სიმკაცრით. ის მოვიდა, რათა გზა დაბნეულებისთვის სწორი გზა ეჩვენებინა. მან, როგორც ღვთის კრავმა და მღვდელმთავარმა, ადამიანების ცოდვები გამოისყიდა.

თუმცა ხალხი მაინც ვერ მიხვდა მისი მოსვლის მიზანს. ისინი იმედოვნებდნენ ცხოვრების ახალ და მარტივ საუკუნეზე. ამიტომაც შეხვდნენ იესოს ხმამაღალი სიტყვებით. სიტყვებით, რომლებიც განკუთვნილი იყო მღვდელმთავრისთვის, ვინც კაცობრიობას ღმერთთან შეარიგებდა. მაგრამ ღმერთს დახმარებას და კურთხევას უპირველესად სთხოვდნენ იმ მიზნით, რომ უპირველესად რომაელების ბრაზი ცეხშოთ მათდამი და არა იმისთვის, რომ უფლისგან პატიება მიეღოთ.

ვინც ქრისტეს, როგორც თავის მეფეს ისე ღებულობს, მან სრული თავისი თავი მის ფეხთით უნდა დადოს, როგორც ხალხი დებდა ტანსაცმელს მის ფეხებთან. როცა ქრისტე მოდის, სულს უნდა უბრძანო „დაემხე, რომ გადაგიაროთ!“ (ესაია 51:23). მოწაფეებმა თავიანთი სამოსი ვირს დაადეს, ზოგი კი ბზებთან ერთად თავის ტანსაცმელს გზაზე აფენდა. ეს დღესასწაული იყო, რომელსაც თავისუფლების ნიშნად აღნიშნავდნენ. ამ დღესასწაულზე წინასწარმეტყველებებშიც წერია (ზაქარია 14:16).

ქრისტე დღესაც ადამიანებთან მიდის უშალოდ თავისი სულიწმინდის მეშვეობით. ხვდები თუ არა რამხელა უფლება გაქვს? ის გადმოგცემს უფლის მადლს, რომ მისი სული ცხოვრობდეს შენში. რას გააკეთებ? სცემ თუ არა თაყვანს მას? მიაგებ თუ არა პატივს შენი ბაგეებით? მისცემ თუ არა შენს ნიჭებს მას ხელთ, რომ განაგოს, ხალხის მსგავსად ტანისამოსი, რომ მიჰქონდათ მის ფეხებთან? ღვთის ძე მოვა! როგორ შეხვდები შენ მას?

იმ დროში იუდეველები რომაული კოლონიზაციის წნეხის ქვეშ იყვნენ. მათ მოშურნედ მიიღეს ქრისტე და იმედი ჰქონდათ, რომ მისგან მიიღებდნენ ძალას რომაელებზე გასამარჯვებლად. თუმცა ის არ დაპირებია პოლიტიკურ წარმატებას ან მიწიური მიზნების მიღწევას. ასევე შენ, შეიძლება უფალმა უმაღლეს წერტილამდე არ აგიყვანოს და არ მოგცეს აურაცხელი სიმდიდრე. მაგრამ აუცილებლად გადაგიყვანს დროებითიდან მუდმივში, ეგოიზმიდან სიყვარულში. თუკი მიწიური საჭიროებებისთვის მიიღებ ღმერთს, დიდი ალბათობაა, რომ მალევე დატოვებ მას. მაგრამ თუ ეძებ ცოდვების პატიებას და ილტვი მისმიერი მშვიდობის მოსაპოვებლად, მაშინ ის გახსნის შენს გულს და დაივანებს მასში. სწორედ ამ დროს აავსევს შენ ცხოვრებას უსასრულო სიხარული.

ლოცვა: უფალო, არ ვიმსახურებ შენ დაცვას და მფარველობას. გამწმინდე სხვებთან ერთად ჩემს ერში, მოდი და დაივანე ჩვენში მარადის. შენი ძალით გაგვწმიდე. არ ჩაგვიარო, არამედ დარჩი ჩვენთან!

კითხვა:

  1. რისი სწავლა შეგვიძლია, იესოს იერუსალიმში შესვლით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 04:37 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)