Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 146 (Four Thousand Fed)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

h) ოთხი ათასი კაცის დაპურება (მათეიესო 15:29-39)


მათეიესო 15:32-39
32 მოუხმო იესომ თავის მოწაფეებს და უთხრა: "მებრალება ეს ხალხი, უკვე სამი დღეა ჩემთან არიან, საჭმელი კი არაფერი აქვთ. არ მინდა, მათი უჭმელად გაშვება, გზაში რომ არ დაუძლურდნენ”. 33 მოწაფეებმა უთხრეს: "უდაბნოში სადა გვაქვს იმდენი პური, რომ ამდენი ხალხი გავაძღოთ?” 34 იესომ ჰკითხა: "რამდენი პური გაქვთ?” უთხრეს: "შვიდი, და ცოტაოდენი თევზი”. 35 მაშინ უბრძანა ხალხს, მიწაზე დამსხდარიყვნენ. 36 აიღო ის შვიდი პური და თევზები, მადლობა შესწირა, დაამტვრია და მისცა თავის მოწაფეებს, მოწაფეებმა კი - ხალხს. 37 ყველამ ჭამა და გაძღა; ნარჩენებით კი შვიდი კალათი გაივსო. 38 ხოლო მჭამელი ოთხი ათასამდე კაცი იყო, გარდა დედაკაცებისა და ბავშვებისა. 39 გაუშვა ხალხი, ჩაჯდა ნავში და მივიდა მაგდალას მხარეში.
(მათე 14:31-36; მარკოზი 8:1-6)

ქრისტე უყურებდა დამშეულ ხალხს, რომლებმაც მასთან სამი დღე გაატარეს. იყვნენ რა მისი სიტყვის მოსმენაში და სასწაულების ხილვაში. მაც ეცოდებოდა ისინი. როდესაც იესომ სთხოვა მოწაფეებს დახმარებოდა მათ, აღიარეს რომ ვერ გააკეთებდნენ ამას. ქრისტეს მოუწია კიდევ ერთი გაკვეთილი ესწავლებინა მათთვის, როგორ შეუძლია აკურთხოს და გაამრავლოს მცირე და ამას აკეთებდა მხოლოდ რწმენით. ქრისტემ ილოცა მთელი ერის წინაშე, მადლობა გადაუხადა მამას 7 პურისთვის და რამდენიმე თევზისთვის, რომელიც ხელში ეჭირა. სასწაულის საიდუმლო მადლიერებაში იყო. ძე მიმართავდა მამას და ისმენდა მის პასუხს. იესოს გული რბილი იყო და მას სწყუროდა მამასთან ურთიერთობა. ის არ ერიდებოდა დამცირებას და გაეშურა დედამიწაზე, თუმცა ამავდროულად მამასთან სრულ ჰარმონიაში იყო. ის ემადლიერებოდა რამდენიმე პურისთვის რაც უნდა გაემრავლებინა. ამის შემდეგ ქრისტემ დაურიგა პური და თევზი მოწაფეებს და ოთხი ათასი მამაკაცი თავის ოჯახებთან ერთად დანაყრდა.

ჩვენი უფალი აღნიშნავს თუ რამდენი სირთული გავლა მოუწევთ მის მიმდევრებს, თაყვანისცემისა და მსახურების დროს. ,,ვიცი შენი საქმენი, შენი შრომა და მოთმინება“ (გამოცხადება 2:2). შენ არ ჩამოგერთმევა შენი ჯილდო.

ძვირფასო მეგობარო დაეყრდენი ქრისტეს სიყვარულის ძალას და მიეცი შენი ცხოვრება მას, რათა გამოიყენეს შენი ნიჭები და მათი მეშვეობით ათასობით ადამიანი აკურთხოს. მიეცი უფალს შენი დრო, ფული და ცხოვრება და გამუდმებით მიძღვნაში იყავი, რათა მისი ძალის სასწაულები განიცადო.

მოწაფეებს უძნელდებოდათ ქრისტეს ძალის რწმენა. ,,საიდან უნდა მოვიტანოთ უდაბნოში პური?“. თითქოს გონივრული კითხვაა ისეთივე, როგორიც მოსესი: ,, მთელი ფარა და ნახირიც რომ დაიკლას მათთვის, ნუთუ ეს ეყოფათ?“(რიცხვნი 11:22). თუმცა, რომ გავითვალისწინოთ თუ როგორ განიცადეს მოწაფეებს მსგავსი სასწაულები და ხედავდნენ ქრისტეს ძალას. ეს კითხვა უადგილო იქნებოდა. ისინი არა მხოლოდ წინამორბედი სასწაულების მხილველნი იყვნენ, არამედ მონაწილეებიც. პურის გამრავლებამ მათ ხელთ გაიარა. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში სისუსტე გამოაჩინეს. როდესაც გვავიწყდება ქრისტეს განვლილ სასწაულებზე, მარტივად ვარდებით ნამდვილი მდგომარეობის ეჭვში.

ლოცვა: ღმერთო შენ შექმენი დედამიწა, არაფრისგან. შენ მოგვეცი შენი სიყვარული და პარტიება. გვასწავლე გვწამდეს და ვმადლობდეთ, რათა ჩვენმა ეჭვებმა არ უკუაგდოს შენი ძალა. შენ გიყვარს უბრალო და არაფრის მცოდნენი. დაგვეხმარე შენთან ერთად ვიმსახუროთ, შენივე მოცემული ნიჭებით და ჩვენი ცხოვრება მოგიძღვნათ შენ. ხელი მოგვკიდე და გვატარე სადაც გსურს.

კითხვა:

  1. რატომ და როგორ ამრავლებდა ქრისტე თევზს და პურს, ოთხი ათასი კაცისა და მათი ოჯახებისთვის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 04:09 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)