Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 126 (Sign of the Prophet Jonas)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
1. ებრაელი უხუცესები უარყოფენ ქრისტეს (მათეიესო 11:2 - 12:50)

h) იონა წინასწარმეტყველის ნიშანი (მათეიესო 12:38-45)


მათეიესო 12:43-45
43 როცა არაწმიდა სული გამოდის ადამიანიდან, დადის უწყლო ადგილებში მოსვენების ძიებაში და ვერ პოულობს. 44 მერე ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი; როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს, 45 მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე ბოროტს, შევლენ და დამკვიდრდებიან იქ. იმ კაცისთვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ თაობასაც”.
(ლუკა 11:24-26; 2 პეტრე 2:20 )

მრავალმა იუდეველმა ირწმუნა ქრისტე მისი მოწოდების დასაწყისშივე. ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ მისი სიტყვებით და საქმეებით და მოდიოდნენ მასთან - სიყვარულის ადამიანთან. მისი მსახურება მათში ახალ სურვილებს აღძრავდა. მისი სული დევნიდა მათან უწმინდურ სულებს. ქრისტეს სიტყვები წმენდდა მათ და ამზადებდა სულიწმინდის მოფენისთვის, რომელიც უკუნისამდე ჩვენთანაა.

უმეტესმა მათგანმა ვერ გაძლო ქრისტეში, რადგან ეშინოდანთ უფროსებისგან დასჯის და მუქარების მიღების. ამიტომ ხალხი ქრისტეს სულ უფრო და უფრო შორდებოდა.

უნდა გარკვეულიყვნენ, ვის მხარეზე იქნებოდნენ: ტრადიციების თუ ღმერთის სიყვარულის იესოში; გამართლება საქმეებით თუ გამართლება მადლით; სულიწმინდის თუ ამ საუკუნის ბოროტი სულის. მათ უკუაგდეს ქრისტე და მისი გადარჩენა ადამიანთა შიშის გამო. ახალმოქცეულებისთვის ყველაზე დიდი საშიშროებაა - ქრისტეს მოწყალებიდან ადამიანების მაამემლობაზე გადასვლა. ასეთი მოღალატე ჰგავს შეპყრობილს, რომელმაც ირწმუნა ქრისტე, განიწმინდა და მერე მიატოვა თავისი მხსნელი და უბოროტესი სულების მსხვერპლად იქცა. ასეთი ადამიანების ბოლო, დასაწყისზე უარესია. ის ჯოჯოხეთის გზას ადგა.

არ დაგავიწყდეს, რომ ღმერთთან მიმართებაში არ ხარ თავისუფალი და დამოუკიდებელი. ან სულიწმინდის მფლობელობაში ხარ ან ეშმაკის. თუკი უარყოფ ქრისტეს რწმენას, ჯოჯოხეთის ძალები შეგიპყრობენ და ბოროტებაში ჩაგითრევენ.

იუყავი ქრისტესთან, გაიგონე მისი ხმა, მისი სულის მმართველობას მიყევი! აღიარე შენი ცოდვები და დაე უფლის სიტყვამ განწმინდოს შენი აზრები და სინდისი. თუკი იესოსთან მიხვალ, მისი სულის ძალით აღივსე. ეს სული შენში სიცარიელეს ამოავსებს და ერთადერთ მხსნელთან მიგიყვანს. თუკი განშორდები მას, უეჭველად ჩასახლდება ბოროტი სული შენში.

ლოცვა: ერთგულო მხსნელო, მთელი გულით გემადლიერებით. რომ მოგვიწოდე შენ მსახურებაში, გაგვწმინდე ცოდვებისგან, აგვავსე სულოწმინდით, რათა ეშმაკს არ ჰქონებოდა ძალაუფლება ჩვენზე. გევედრებით, გაანთავისუფლე ჩვენი მეგობრები ბოროტის ხელისგან, რათა მოინანიონ და მადლიერებით მიგიღონ, მოიქცნენ შენკე, რათა სიცოცხლეს სულმა აავსოს ისინი და არ იქცნენ არაწმინდა სულების მსხვერპლად. დაგვეხმარე სრულად მოგიძღვნათ თავი, მოგანდოთ სულები და შენი ერთგულები დავრჩეთ!

კითხვა:

  1. რატომ შეუძლია ბოროტ სულ დაბრუნდეს სხვა 7 უფრო ბოროტ სულთან ერთად ადამიანთან, რომელმაც ის უკვე გამოაგდო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 21, 2022, at 03:25 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)