Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 117 (Rest in Christ)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
1. ებრაელი უხუცესები უარყოფენ ქრისტეს (მათეიესო 11:2 - 12:50)

d) ქრისტეს მშვიდობაში მოწოდება (მათეიესო 11:28-30)


მათეიესო 11:28-30
28 მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ! 29 იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ თქვენი სულის სიმშვიდეს. 30 ვინაიდან ჩემი უღელი სასიამოვნოა და ჩემი ტვირთი მსუბუქი!”
(იერემია 6:16; 31:25; ესაია 28:12; 1 იოანე 3:50)

ქრისტე ყველას ეპატიჟება წმინდა სამებასთან ერთობაში, რადგანაც თავად არ შეგვიძლია სულიერი სიმშვიდის მოპოვება, სანამ ჭეშმარიტ ღმერთთან არ ვიქნებით. იესო ყველას ეძახის თვითკმაყოფილ და ამაყ ადამიანებსაც. თუმცა ასეთი ადამიანები მის მოწოდებას არ პასუხობენ, რადგან ვერ აცნობიერებენ თავიანთი პრობლემების მიზეზს. და მხოლოდ მონანიებულს ვინც გააცნობიერა თავისი დანაშაული, შეუძლია უპასუხოს ღმერთის გამოძახის. საშინელებაა, რომ არც მდიდრები, არც ხელისუფლების წარმომადგენლები არ ესწრაფიან ღმერთს. ღარიბები, უბედურე და ცოდვილები - ესენი ილტვიან ნუგეშისმცემლის მოსასმენად. იცნობ თუ არა საკუთარ თავს, ჩემო ძვირფასო მეგობარო? გესმის თუ არა ქრისტე მხსნელი ძახილი, რომელიც ყველას მოუწოდებს? მხოლოდ მას შეუძლია ჩამოგვხსნან ტვირთი და გაგვანთავისუფლოს ცოდვისა და ავადმყოფობისგან, რჯულისა და სიკვდილისგან ეშმაკისგან და ღმერთის რისხვისგან. ქრისტე - ყოვლისშემძლე მხსნელია, რომელიც არასდროს უარყოფს მის მძებნელს და ვინც მოუწოდებს ყველას, რომ იჩქარონ მასთან და არ დაადებს მათ ტვირთს, არამედ პირიქით თავისუფლებას მისცემს.

ყველა ვინც ცოდვის ტვირთის ქვეშ არის და რჯულის სიმძიმე აწევს, მოწოდებულია, რომ ქრისტეში მოიპოვონ მშვიდობა. ასეთი ადამიანები, მხოლო დარწმუნებულები კი არ არიან იმაში, რომ მათი ცოდვა ბოროტებაა, არამედ ღრმადაც წუხან თავიანთ ცოდვებზე. ისინი თავს ავადმყოფად გრძნობენ თავიანთი გრძნობებისგან და ძალა აღარ აქვთ. ისინი ხედავენ თუ როგორი საშინელი და საშიშია ცოდვა.

უფალი იესო ქრისტე იძლევა ურყევ მშვიდობას ყველა იმ დატანჯული სულისთვის, რომელიც მოდის მასთან ცოცხალი რწმენით. ისინი ცოდვის შიშის წინაშე ,,დამშვიდდებიან“ და სინდისში იქნებიან მშვიდად. ისინი დამშვიდდებიან, რადგან მათი სული მოიპოვებს ახალ ძალებს და შეძლებენ უფლობას ბოროტებაზე. ისინი დამშვიდდებიან და იქნებიან ღმერთში და გულში ექნებათ მშვიდობა და სიყვარული (ფსალმუნი 10:6-7). ეს მშვიდობა მომზადებულია ღმერთის შვილებისთვის (ებრაელთა 4:9). ის იწყება მადლში და აღწევს სრულყოფილებას დიდებაში.

დაღლილებისა და ტვირთმძიმეების მიმართ მოწოდება, შეიძლება მოგვეჩვენოს დამატებით უღელად, თუმცა ქრისტეს ბრძანების მთელი არსი გადმოცემულია სიტყვებში ,,ჩემი უღელი“. ის ამბობს ,,შენ დახუნძლული ხარ უღელით, მოიშორე ის და სცადე ატარო ჩემი, ვინაიდან ის მსუბუქია“. დაწერილია: ,,მონები, რომლებიც უღელქვეშ არიან“ (1 ტიმოთე 6:1). მეფის ერთგულნი ამბობენ, რომ მან მათ ,,დიდი ტვირთი დაადო“ (3 მეფეთა 12:10). ქრისტეს უღელის აღება კი ნიშნავს, რომ გავხდეთ მისი მონები და შესაბამისად დავემორჩილოთ მას და მის ხელმძღვანელობას გავყვეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სიხარულით ვემორჩლებით მის ნებას, ვისმენთ მის კეთილ უწყებას და ვუძღვნით საკუთარ თავს მას.

ჩვენი გულები ბოროტია, მხოლოდ ცოდვების პატიება ჩვენთვის არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება ძალა, რომელიც გვცვლის, გვანახლებს და გვაძლევს ახალ სიცოცხლეს. ქრისტე მამასთან სრულ თანხმობაშია და მოგვიწოდებს ვიყოთ ჩვენც მასში. ამიტომაც გვადებს თავის უღელს. თუ გვწამს ღმერთის ძის და დავდივართ მასთან ერთად ერთ უღელქ ვეშ, ჩვენ შევიცვლებით მასთან ერთად, მის სიყვარულში და შევიძენს ჭეშმარიტ მშვიდობას სუფთა სინდისით, ვინაიდან მშვიდობა არსადაა, გარდა ქრისტესი.

არცერთი ჩვენგანი თავისუფალი არ არის. ყველა ადამიანი ან ცოდვის მონაა ან ქრისტეს თანამშრომელი და მის უღელ ქვეშ იმყოფება. ის ვინც რწმენის მეშვეობით დაკავშირებულია მამასთან, ვალდებულია გაყვეს მას და დაემორჩილოს მის ნებას. ქრისტე გვასწავლის მივბაძოთ მას და მის მაგალითს მივყვეთ. ის თავის თვისებებს გვასწავლის, თავმდაბალია და თავადაც ბოლომდე დაუმორჩილა თავისი ნება მამას. გულით თავმდაბალია და არ ეძებს თავისთვის რეპუტაციას. თუ დაკავშირებული ხარ იესოსთან, გაგანთავისუფლებს სიჯიუტისგან, ქედმაღლობისგან და სიძუნწისგან, შეგცვლის და სხვა ადამიანად გაქცევს, მისი სიყვარულით სავსეს და შეგეძლება ქრისტესთან ერთად დაამუშავო მიწა და სახარება დათესო. აღარ იმოქმედებ შენი ჭკუით, არამედ ერთ უღელქვეშ იქნები ქრისტესთან, რომელიც შეგაერთებს ღმერთს. ის ცდილობს დააკმაყოფილოს შენი სამართლიანობის და სულიერი შიმშილის წყურვილი.

ქრისტემ თქვა: ,,იესწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე თვინიერი და გულით თავმდაბალი ვარ და იპოვით თქვენი გულის სიმშვიდეს“. საუსვი შენს თავს კითხვა, გინდა თუ არა შეიცვალო და იცხოვრო თვინიერებაში და შენი ცხოვრების ქრისტესთვის მიძღვნაში. გინდა თუ არა იყო თავმდაბალი და თვლიდე თავს ყველაზე მცირეს, საშინელ ცოდვილთანაც კი. თუ კი მაშინ ქრისტე მოგცემს თავის მშვიდობას, ოღონდ გამუდმებით ქრისტეს უღელში უნდა იყო, მასთან ერთად.

ის თვინიერია და ეცოდება უგუნური ადამიანები, ვისზეც ყველა ბრაზობს. ბევრი ნიჭიერი მასწავლებელი, მოუთმენელი და ბრაზიანია და ამიტომაც იმედებს უცრუებენ მათ, ვინც ნელა სწავლობს შეცვლას. თუმცა ქრისტე არა მხოლოდ იტანს მათ, არამედ უყვარს და შეგნებამდე მიჰყავს. ეს ჩანს მის დამოკიდებულებაში თორმეტ მოწაფესთან. ის მათთან რბილი იყო, კეთილი და შეძლო მათგან დიდი ადამიანების დაყენება, იმისდამიუხედავად, რომ იყვნენ უყურადღეობები და გულუბრყვილოები. ის არ ცდილობდა რაც შეიძლება მალე მიეთითებინა მათთვის შეცდომებზე.

ჩვენ სულის სიმშვიდის მოპოვება შეგვიძლია მხოლოდ ერთი გზით - ქრისტეს ფეხებთან დაჯდომით და მისი სიტყვების მოსმენით. ამგვარად ჩვენ შევიცნობთ ღმერთს და იესო ქრისტეს და ჩვენი სულიც სრულიად იქნება დაკმაყოფილებული სახარების სიბრძნით. რამდენიც არ უნდა ეძებონ ადამიანებმა შექმნიდან გამოცხადებამდე, ვერ იპოვნიან მას. ის ჭეშმარიტებები, რომელსაც ქრისტე გვასწავლის, აღემატება ადამიანურ სიბრძნეს და შეგვიძლია მათ ვანდოთ საკუთარი სულები. ასეთია სახარების მოწოდების არსი. რამდენიმე სიტყვით ნათქვამია, თუ რა უნდა იესოს ჩვენგან და ეს თანხმობაში მოდის იმასთან, თუ რა თქვა მასზე ღმერთმა: ,,ეს ჩემი საყვარელი ძეა, რომელიც მოვიწონე მე, უსმინეთ მას!“

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე თაყვანსგცემთ, რადგან პირადად მოგვიწოდე. ვიჩქარით შენთან, რათა გთხოვოთ ცოდვების პატიება. აგამაღლებთ, რადგან მოგვხსენი ტვირთი და გვაჩვენე მამა. მის შვილებად გაგვხადე და მიგყავართ მასთან, რათა ვიცხოვროთ და ვიმსახუროთ შენთან ერთად. დაგვეხმარე არ მიგატოვოთ, არამედ მოგყვეთ, რათა შეგვცვალო, შენ თავმდაბალ და კეთილ ხატებაში.

კითხვა:

  1. რას წარმოადგენს თავად ქრისტეს ტვირთი, რომლის ჩვენთვის მოცემაც სურს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 21, 2022, at 02:51 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)