Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 086 (Principles of Following Jesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
B - ქრისტეს სასწაულები კაპერნაუმსა და მის მიდამოებში (მათეიესო 8:1 - 9:35)

4. იესოს გაყოლის პრინციპები (მათეიესო 8:18-22)


მათეიესო 8:21-22
21 სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: "უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო”
(მათე 10:37)

ბრბო იყრიდა ქრისტესთან თავს. მისი ხნის სიტყვები და განკურნების ძალა იზიდავდა მათ. მრავალი მიდიოდა მასთან, ინახავდნენ მის მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვას, ყურადღებით აკვირდებოდნენ მის მოქმედებებს და მის დიდებულ სიყვარულს. ისინი მის დიდებას გრძნობდნენ და მისი სიტყვებიც ღრმად ეხებოდათ, როდესაც მონანიებისთვივს მოუწოდებდა და სთხოვდა სრულყოფილ რწმენას.

ერთ-ერთმა მოწაფეთაგანმა არ გაწყვიტა ურთიერთობა თავის მოხუც მამასთან. უნდოდა მასთან სიკვდილამდე დარჩენილიყო და მერე დაბრუნებოდა ისევ იესოს და გაყოლოდა მას. უფალმა იცოდა, რომ ეს ახალგაზრდა ყმაწვილი დაკარგავდა მიზანს თუ კი სახლში დაბრუნდებოდა ყველა პრობლემასთან და კავშირს გაწყვეტდა იესოსთან. ამიტომაც არჩევანი დაუყენა: ან მიმდევარი ყოპილიყო ან წასულიყო მისგან. მოუწოდა მიეტოვებინა საოჯახო პასუხისმგებლობები და ემსახურა ცათა სამეფოსთვის.

ზოგიერთი კომენტატორი ამბობს, რომ ამ ადამიანმა შემთხვევით მოისმინა მამის სიკვდილის შესახებ და იფიქრა, რომ მისი მხრიდან არ იქნებოდა მართებული მისი იქ არყოფნა. თუმცა ქრისტემ აუხსნა, რომ მისი გაყოლა კავშირში არაა ქვეყნიერებასთან, ვინაიდან ვინც მას მიყვება სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა, ტანჯვიდან კი სიხარულში. და რჯულშიც ნათქვამია, რომ მღვდელმთავარი და ყველა, ვინც მიძღვნილია უფლის მსახურებისთვის არ უნდა გაეკაროს მკვდარს, მამაც, რომ იყოს, რათა არ გაუწმინდურდე გვამთან შეხებით უფლის წინაშე წმინდა ადამიანი (ლევიანები 21:11; რიცხვი 6:6). იესოს მორწმუნე არ უნდა ვარდებოდეს დარდსა და უიმედობაში, ის უნდა ამოწმებდეს მასში მყოფ სიცოცხლეზე, რათა განთავისუფლდეს ოჯახური კავშირებისგან, რაც ხელს უშლის იესოს გაყოლაში და მისი ღვთაებრივი ცხოვრებით კეთილსურნელების აღვლენაში.

ამ მოწაფის თხოვნა გვერდიდან გონიერი ჩანდა, მაგრამ არა სულიერი. ეს ადამიანი არ იწვოდა სურვილით ეშრომა ქრისტესთვის და ამიტომაც სთხოვდა მომსახურებოდა ოჯახს და მისი ეს თხოვნა ნორმალური ჩანდა.

თუკი გულში სურვილი არ არის, ჩნდება ბევრი მიზეზი. თუკი სურვილია, აუცილებლად მოიძებნება შესაძლებლობაც. დავუშვათ, რომ მართლა ეხვეწებოდა იესოს ამის შესახებ მხოლოდ მამისადმი სიყვარულის გამო, მაგრამ ამის მიუხედავადაც ჯერ ქრისტეზე უნდა ეფიქა.

მწიგნობარმა უთხრა იესოს: „მე გამოგყვები!“ (19). სხვა მოწაფეს კი ქრისტეს უთხრა „გამომყევი!“ (20). ვადარებთ რა ამ ორ შემთხვევას მივდივართ დასკვნამდე, რომ ქრისტეს მისი მოწოდების ძალით მივყვებით, და არა ჩვენი დაპირებების გამო. ეს დამოკიდებულია „არც მსურველისაგანა და არც სხვა დამძახებლისგან, არამედ მხოლოდ მოწყალე უფლისგან“ (რომაელები 9:16). ის კი მოუწოდებს, ვისაც მოისურვებს.

ქრისტე ბუნებრივ ადამიანებს უწოდებს ცოცხლად მკვდრებს, რომელთაც ღვთიური ცხოვრება დაკარგეს თავიდანვე. სწავლებებს, ეკონომიკას, კულტურას და პოლიტიკას არ მიყავს ადამიანი საუკუნო სიცოცხლემდე, არამედ ჯოჯოხეთში მიყავს ისინი. ჩვენს სამყაროში ერთადერთი იმედი - ქრისტეა, რომელიც გვჩუქნის დიდებულ სიცოცხლეს. ვინც ქრისტეს მიყვება, ის ახალ მამას იძენს, ახალ სამუდამო და-ძმებს. მთელი გულით მიენდე უფალს და მთელი პატივისცემის მიუხედავად შენი ოჯახისა ამ მიეწებო მათ ისე, რომ დაკარგო ღმერთის ნება ან არ აღასრულო ის.

დაე წუთისოფლის წოდებები დარჩეთ წუთისოფლის ხალხს. არ დაიტვირთო თავი ამით. მამის დაკრძალვა - ეს კეთილი საქმეა, მაგრამ არაა აუცილებელი შენ იყო ამით დაკავებული. ამის გაკეთება სხვასაც შეუძლია, არა მოწოდებულს ქრისტეთვის მსახურებისთვის, როგორც შენ. შენ სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები გაქვს, ნუ აჭიანურებ მათ შესრულებას!

ლოცვა: წმინდაო მამა, თაყვანსგცემთ შენ, რადგან მოგვეცი საუკუნო სიცოცხლე შენ ძეში, რათა მას ჩავეჭიდოთ და არ მივატოვოთ იგი. დაგვეხმარე, რომ საკუთარი ოჯახი შენზე წინ არ დავაყენოთ. დაგვეხმარე, რომ ჩვენმა სიყვარულმა შენდამი არ იკლოს წუთისოფლის მოვალეობების გამო. გაგვანთავისუფლე შიშისადა სიკვდილისგან და განგვამტკიცე სიხარულში, რათა ვიყოთ შენთან და ყველა შენ მაძიებელთან ერთად!

კითხვა:

  1. რატომ არ მისცა იესომ ახალგაზრდა ყმაწვილს, მამის დასაფლავებაზე წასვლის ნება?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 07:12 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)