Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba
Previous Lesson -- Next Lesson მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
B - ქრისტეს სასწაულები კაპერნაუმსა და მის მიდამოებში (მათეიესო 8:1 - 9:35)
3. პეტრეს სიდედრის განკურნება (მათეიესო 8:14-17)მათეიესო 8:14-17 წინა თავებში ჩვენ ვილაპარაკეთ ქრისტეს სიყვარულზე უარყოფილებისადმი, მარტოხელებისადმი, დამცირებულებისადმი და წარმართებისადმი, რომელთაც იუდეველები უწმინდურებად თვლიდნენ. ამავე ნაწილში ვხედავთ თუ როგორ გამოიღო წყალობა იესომ ავადმყოფი ქალის ცხოვრებაში. მოციქულთაგან ყველაზე თამამი - პეტრე დაოჯახებული იყო, როდესაც იესოს გაყვა არ მიუტოვებია ოჯახი, რადგან ქორწინებაში ყოფნა სულაც არ არის ცოდვა, არამედ შემომქმედის მადლი და ბუნების ბუნებრივი მოწყობა. იესო კეთილგანწყობილი იყო თავისი მოციქულის ოჯახური ცხოვრებაზე. პეტრეს სახლში პრობლემები ჰქონდა - სიდედრი გაუხდა ავად. ეშმაკი ცდილობდა ქრისტეს მოწაფის მსახურებისგან დაკავებას, მაგრამ იესო მივიდა პეტრეს სიდედრთან, თუმცა არავის უთხოვია, ის შეეხო მის ხელს და განკურნა ის სიტყვის უთქმელად. მისი ძალა შევიდა მასში და ციებ-ცხელება შეუწყდა. ქრისტე ზრუნავს თავისი მიმდევრების ნათესავებზე იმისდამიუხედავად, რომ შეიძლება არავინ სთხოვოს და ეს მისი დიდებული წყალობიდან მომდინარეობს ჩვენს მიმართ. ქალი სრულად განიკურნა, ადგა და მსახურება დაიწყო. როდესაც ადამიანი ბუნებრივი გზებით გამოდის ამ ავადმყოფობიდან, უმეტესად სისუსტეში რჩება გარკვეული პერიოდი და მუშაობა არ შეუძლია. ამ შემთხვევაში კი ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ადგა განკურნებული, განიახლა ძალები და დაიწყო სახლში მსახურება, რათ ყველას დაენახა, რომ განკურნება ბუნებრივი მკურნალობა არ ყოფილა. წყალობა წარმოქმნის სიწმინდეს, რასაც მივყავართ სრულყოფილებამდე, თუმცა პეტრეს სიდედრმა განსაკუთრებული მომსახურეობა მიიღო უფლისგან, მას არც თავში ავარდნია, არამედ მაშინვე მზად იყო მომსახურებოდა, როგორც სახლის დამლაგებელი. ვისაც ქრისტე პატივს მიაგებს, უნდა დამდაბლდეს. როგორც კი ეს ქალი განთავისუფლდა ავადმყოფობისგან, დაიწყო ძებნა თუ რით შეეძლო მომსახურებოდა იესოს. ასეც უნდა იყოს - ყველა ქრისტეს მიერ განკურნებული უნდა ემსახურებოდეს მას მთელი ცხოვრება, მორჩილი მონის მსგავსად. ხედავდნენ რა ადამიანები იესოს ძალაუფლებას, მასთან იყრიდნენ თავს, მოყავდათ ავადმყოფები და უყვებოდნენ მეგობრებს, ოჯახს და მეზობლებს დიდებული მხსნელის შესახებ, რომელიც მათ შორის ცხოვრობდა. ის კურნავდა ყველას. ის უარს არავის ეუბნებოდა განკურნებაზე, არც მათ ვისი რწმენაც მცირე ან მოუმწიფებელი იყო. მცირედი რწმენაც საკმარისია იმისთვის, რომ იესომ გაიმარჯვოს ბოროტ საქმეებზე ჩვენში და ჩვენს გარშემო. მახარობელი მათე განსაკუთრებულად საუბრობს იმის შესახებ, რომ იესოსთან მრავალი შეპყრობილი მოჰყავდათ და თავისუფლდებოდნენ ბოროტი სულების ძალაუფლებისგან. იესო სულებზეც მეფობს და ისინი ეჭვგარეშე უსიტყვოდ ემორჩილებიან მის სიტყვებს. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, სადაც ჩვენი შვილები გვეწინააღმდეგებიან და დაუმორჩილებლები არიან და ჩვენ გვჭირდება იესოს სიტყვების ძალა, რათა გავდევნოთ არაწმინდა სულები გონებიდან და ჩვენი ნათესავების სულებიდან და მოვიყვანოთ ისინი უფალთან ჩვენი დაუღალავი რწმენის ლოცვებით იმაში, რომ მის ძალაუფლებას შეუძლია გაანთავისუფლოს ერთი მეორეს მიყოლებით. მახარობელმა მათემ იხილა ესაია წინასწარმეტყველის 53 თავში, ქრისტე მხსნელის საქმეების განმარტება. ამ თავში ჩვენ ვკითხულობთ უფლის მსახურზე, რომელმაც აიღო ჩვენი ავადმყოფობა და უძლურება თავის თავზე და გაგვწმინდა ჩვენი ცოდვებისგან. ეს მშვენიერი სიტყვებით არის აღწერილი: ,, მაგრამ მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი და აზიდა ჩვენი ტკივილები; ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ღმერთის მიერ იყო ნაგვემი, გატანჯული და დამცირებული. ის კი ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი ურჯულოებისთვის იყო შემუსვრილი; ჩვენი სასჯელი იყო მასზე და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ.“ დიდებული საქმეების საიდუმლო და იესოს სასწაულები იმალება მის სიყვარულში და მზაობაში ატაროს ყველა ჩვენი ცოდვა და ავადმყოფობა, მაგრამ ვინ ემადლიერება მას ამისთვის და უძღვნის პატივს და სწამს მისი? ლოცვა: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, ჩვენ სულით ავადმყოფები ვართ. მოვდივართ შენს წინაშე და ვაღიარებთ ჩვენს სისუსტეებს და უწმინდურ აზრებს. გვაპატიე და გაგვწმინდე ჩვენი უმართლობისგან და არ მისცე არაწმინდა სულებს ჩვენში შემოსვლის უფლება. უპასუხე ჩვენს ლოცვებს მეგობრებსა და ნათესავებზე. განდევნე მათგან სულები, რომლებიც შენი სულიწმიდისთვის საზიზღრობაა და აავსე ისინი შენი სულით. განგვათავისუფლე მსახურებისთვის, შენი სახელის განსადიდებლად და დაგვეხმარე ჩვენს დაუსრულებელ პრობლემებში. დაგვეხმარე ქრისტეს სახელით და ჩვენ მადლობას გიხდით შენი პასუხისთვის ჩვენს ლოცვაზე. ამინ! კითხვა:
|