Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 042 (The Beatitudes)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება

a) ნეტარნი არიან (მათეიესო 5:1-12)


მათეიესო 5:3
3 ,,ნეტარ არიან სულით ღარიბნი, რადგან მათია ცათა სამეფო“
(ესაია 57:15)

ქრისტემ დაიწყო თავისი ქადაგება სიტყვებით ,,ნეტარ არიან“, ვინაიდან ის ქვეყნიერებაზე მოვიდა ჩვენს გადასარჩენად და რათა ნეტარნი ვყოფილიყავით. ის მოვიდა არა მხოლოდ თავისი ზოგიერთი კურთხევის მოსაცემად, არამედ მათ სრულად გადმოსაღვრელად (ეფესელთა 1:3). ის გამუდმებით გვთავაზობს თავის კურთხევას, რომელსაც მონანიებულ ცოდვილებს დაპირდა. ის მათ ,,ნეტარებს და ბედნიერებს“ უწოდებს და ხდის მათ კიდეც ასეთებად, ვინაიდან ვისაც ის აკურთხებს - ის ნეტარია.

ძველი აღთქმა დასრულდა ,,წყევლით“ (მალაქია 4:6). ხოლო ახალი აღთქმის რჯული იწყება კურთხევით. ნეტარი ადამიანები არიან - ისინი, ვინც მოწოდებულ იქნენ მისი კურთხევის დამკვიდრებისთვის.

თავიდან ქრისტე გვასწავლის, რომ ცათა სამეფოში შესვლა მხოლოდ მისი სულით არის შესაძლებელი. იესო გვაძლევს ამ სულიწმიდას, რომელიც ააშკარავებს ჩვენს ცოდვებს და არასწორ ზრახვებს. ის ანადგურებს ჩვენს სიამაყეს, რათა დავმდაბლდეთ და ვაღიაროთ, რომ ღატაკნი და საცოდავნი ვართ და ვიღუპებით იმის გამო, რომ ბრალდებულ ვიქენით ღმერთის სიწმიდის წინაშე და მისი დიდებული ბრწყინვალების შუქზე უწმინდურები ვართ. მისი სიყვარულის შუქზე ჩვენ ეგოისტებად გამოვიყურებით, ხოლო მისი სიმართლის ფონზე მატყუარები. ნეტარი ხარ შენ, თუ სულიწმიდამ გამხილა შენს ცოდვებში, მიგიყვანა სწორ მონანიებამდე და სულიერი სიბრმავისგან გაგწმინდა. ამ შემთხვევაში შენ წინაშე ფართოდ იღება ზეცის ჭიშკარი, ვინაიდან მხოლოდ მონანიებულებს შეუძლიათ იქ შესვლა. მონანიებული ცოდვილი მიდის რა ღმერთთან, არა მხოლოდ სამეფოში შედის, არამედ საუკუნო მფლობელობასაც იძენს, რადგან იქაური მაცხოვრებელი ხდება.

აღსანიშნავია, რომ იესომ მოწაფეები აირჩია იოანე ნათლისმცემლის მიმდევრებიდან. მათ აღიარეს თავიანთი ცოდვები და იორდანეში მოინათლნენ. მხოლოდ დამსხვრეულ და მონანიებულ ადამიანს შეუძლია სამეფოში შესვლა. პირველი ნეტარების მცნება არის აუცილებელი პირობა სხვა ნეტარებების სიმდიდრეების მისაღებად.

კითხვა:

  1. რატომ შევლენ ცათა სამეფოში ,,სულით ღარიბნი“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 13, 2022, at 05:27 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)