Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 021 (Worship of the Magi)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

3. მოგვების თაყვანისცემა (მათეიესო 2:1-11)


მათეიესო 2:5-6
5 უპასუხეს: "იუდეის ბეთლემში, ვინაიდან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ: 6 და შენ, ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავრებს შორის; რადგან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს”.
(მიქა 5:1)

მეფე ჰეროდემ გაიგონა მეკანონეების აზრი ქრისტეს დაბადებასა და მისი მომავალი საქმეების შესახებ, მეტად ნასწავლმა იუდეველებმა იცოდნენ, რომ ქრისტე იუდეაში დაიბადა დავითის ქალაქში - ბეთლემში. ათასი წლით ადრე მეფე დავითს მისცა უნიკალური აღთქმა: ერთი მისი შთამომავლობიდან იცხოვრებს საუკუნოდ, ვინაიდან მისი ჭეშმარიტი მამა იქნება თავად ღმერთი და მის მეფობას არ ექნება დასასრული. მიქა წინასწარმეტყველმა დაადასტურა ეს წინასწარმეტყველება, რომელიც დავითს ჰქონდა და გვაუწყა ახალი ღვთიური გამოცხადება, ქრისტეს მუდმივობაზე: მას არ აქვს დასაწყისი და დასასრული! ის მოვიდა უსასრულობიდან და იქნება საუკუნოდ! მისი ძალაუფლება არ დასრულდება არასდროს და მის ზეციურ მეფობას არ აქვს სასრული.

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს მწოგნობრებმა წინასწარმეტყველების ამ ბოლო ნაწილს ჰეროდეს თანდასწრებით სიჩუმით უპასუხეს. საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ თავად იყვნენ დაიმედებულები მესიაზე, რომ ის გაანთავისუფლებს მათ რომაელთა მონობისა და ჰეროდეს ზეწოლისაგან. მათ თქვეს: ,,დაიბადება მეფე, რომელიც გააერთიანებს ისრაელის დანაწევრებულ ტომებს და იმეფებს მათზე, როგორც უფალი“.

ბეთლემი პატარა სოფელი იყო, რომელიც ბორცვებს შორის მდებარეობდა. ადგილი არცთუისე პოხიერი იყო, ვინაიდან მიწის ქვეშ წყლის გამდინარეობა შეუძლებელია. ამიტომაც ამ ადგილის ზედაპირი მშრალია. ამ დასახლებას ერქვა ,,ბეთლემი, იუდეის მიწა“. რადგანაც იყო კიდევ ერთი ქალაქი სახელად ბეთლემი ზებულონის მიწაზე (იეშუა ნავეს ძე 19:15). ებრაულად ,,ბეთლემი“ნიშნავს ,,პურის სახლს“. ეს ყველაზე შესაფერისი ადგილია ჭეშმარიტის დაბადებისთვის ,,ზეციდან მომავალი პურის“ და სიცოცხლის მომცემის ქვეყნიერებისთვის. მასთან მიმსვლელი მშიერი არ დარჩება და მასში მორწმუნეს არ მოსწყურდება უკუნისამდე.

შეხედეთ როგორ ემთხვევა იუდევლებისა და წარმართების დაკვირვება იესო ქრისტეზე. წარმართებმა მისი დაბადების დროს დაადგინეს ვარსკვლავების მიხედვით, ხოლო იუდეველებმე მისი დაბადების ადგილი შეიტყვეს წერილებიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ იუდეველებს და წარმართებს დაეხმარონ ერთმანეთს ჭეშმარიტების შეცნობაში.

დანაყრდი თუ არა ღმერთის პურით? ცხოვრობს თუ არა შენში უფალი და გახდა თუ არა შენი გული მისი ბაგა?

ლოცვა: უფალო იესო მადლობას გიხდით, ვინაიდან შენ აკმაყოფილებ ჩვენს შიმშილს ჭეშმარიტი სიცოცხლით და ჩვენს წყურვილს სამართლიანობით. შენ დაგვანახე ღმერთის სიყვარულის არსი და ჩვენ გ ვიყვარხარ და მადლობას გიხდით შენ და გთხოვთ, რომ შენ საუკუნო სიცოცხლეში ვიყოთ მუდამ. შენ აგვაღორძინე ჩვენ, რათა ერთად განვადიდოთ და ავამაღლოთ შენი სახელი უკუნისამდე.

კითხვა:

  1. მიქას წინასწარმეტყველებაში, რომელი აზრი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 10:17 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)