Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Galatians - 027 (Walk in the Spirit and you will overcome the lust of the flesh)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 4: რჯულისგან განთავისუფლება - სულიწმიდაში ცხოვრების საფუძველია (გალატელთა 5:1 – 6:18)

3. იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს (გალატელთა 5:16-25)


გალატელთა 5:16-19
16 აჰა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს. 17 ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი - ხორცის საწინააღმდეგო; ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ. 18 და თუ სულს მიყვებით, რჯულის ქვეშ აღარ ხართ. 19 ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა …

პავლე არცერთხელ არ გვეუბნება რჯულის დაცვაზე, მაგრამ მიგვითითებს, რომ სულით ვიხელმძღვანელოთ და ასევე მოვიქცეთ. რჯულის მონები იტანჯებიან რჯულის ქვეშ და ყველა მის ნაწილში ხედავენ მძიმე პასუხისგმებლობებსა და დადგენილებებს. ხოლო სულისგან შობილს რჯული არ აწევს ტვირთად, პირიქით, რჯული მის შიგნითაა. ასეთი მორწმუნე რჯულის ყველა ნაწილში პოულობს მსახურების მიზეზს და ძალას, რომ რთულ ადამიანებს გაუძლოს. სულით სიარული ან სულით მოქცევა - აბსოლუტურად საპირისპიროა რჯულის ძალით აღსრულებისა, რადგან თავად კი არ ვასრულებთ რჯულს და სიყვარულის მცნებებს, არამედ ჩვენში მყოფი სულიწმიდა გვაძლევს ძალას და აღგვძრავს აღვასრულოთ მსახურება. ჩვენი დამოკიდებუება ღმერთისა და რჯულის მიმართ საფუძვლიანად იცვლება. ჩვენ არ ვართ რჯულის მონები, არამედ უფლისა, რომლებიც სიყვარულის სულისაგან ვიშვით.

ჭეშმარიტი ქრისტიანების ძალა სწორედ იმაშია, რომ იქცევიან სულიწმიდის ძალით. სული, კომპასივითაა, სწორ გზას გვიჩვენებს და გვაძლევ ძალას სხვადასხვა მსახურებისთვის. არ გვსურს, რომ ცოდვამ იმეფოს ჩვენზე, აღარ ვამბობთ უშვერ სიტყვებს, არამედ სულიწმიდა გვაძლევს ნებისყოფას, სიმტკიცესა და ძალას უარვყოთ ცოდვა. უბრალო ადამიანს არ აქვს ძალა იყოს სუფთა და მართალი, ხოლო ვინც მადლით ნახლდება ის იმარჯვებს ცდუნებებზე სულიწმიდის ძალით, რომელიც აქვს მას მიცემული.

ზეცისა და ჯოჯოხეთის ბრძოლის ველი ადამიანის გულია, რადგან ხორცი აღმდგარია სულიწმიდის მმართველობის წინააღმდეგ. სანამ დედამიწაზე ვართ, ვერ ვპოულობთ სიმშვიდეს. თავად იესო იყო გამოცდილი მრავალმხრივ, მაგრამ უცოდველი დარჩა, რადგან მამის სულით დადიოდა. ის ამ ბრძოლას შემდეგი სიტყვებით გვასწავლიდა: „იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ ჩაცვივდეთ განსაცდელში: სული მხნეა, ხორცი კი უძლური“.

ვინც სულიერად ცხოვრობს, გამუდმებულ ლოცვაშია, კითხულობს და მოზიარეობა აქვს და-ძმებთან, ის სულით სიარულის ძალას იღებს. არ უწევს იმსახუროს ხორცით და მისი სურვილებით, რადგან სული აძლევს გგამარჯვების ძალას. მორწმუნე რჯულის ქვეშ არაა, რომელიც მას ძალას არ აძლევს, რათა ცოდვა დაამარცხოს, არამედ ითხოვს მისგან მხოლოდ მცნებების შესრულებას. საბოლოო ჯამში რჯული აუცილებლად განსჯის მას. ისინი კი ვინც უფლის სულით იქცევიან, იძულების გარეშე, მათ მთელი გულით სურთ მამის ნების აღსრულება. ისინი ლოცვებში გამარჯვების ძალას იღებენ. თუკი უნებლიე შესცოდეს, მართლდებიან ქრისტეს სისხლით და არ ცხოვრობენ რჯული წყევლის ქვეშ, რადგან სახარების მადლში არიან და მის ძალაში.

ლოცვა: ზეციერო მამაო, აგამაღლებთ და მადლობას გიხდით, რადგან გმოგვისყიდე რჯულისგან შენი ძის სისხლით და შენი სულით მოგვეცი ცოდვაზე გამარჯვება. აგვავსე, რათა ხორცის სურვილებზე არ დავდიოდეთ, არამედ შენ სიყვარულში ვიყოთ, დავრჩეთ სისუფთავეში, სიხარულში, მშვიდობაში, ისევე, როგორც შენმა ძემ გადალახა ყველა ცდუნება.

კითხვა:

  1. რა სხვაობა სულით ცხოვრებასა და რჯულის მონობის ქვეშ ყოფნას შორის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 01:43 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)