Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
Home -- Georgian -- Galatians - 009 (The apostles’ conformity to salvation by grace) This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian
Previous Lesson -- Next Lesson გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული ნაწილი 2: ისტორიული ფაქტები, რომლებიც პავლეს, როგორც მოციქულის ძალაუფლებას ადასტურებენ (გალატელთა 1:11 – 2:21) 3. მოციქულების თანხობა მადლით გადარჩენის საკითხში (გალატელთა 2:1-10)გალატელთა 2:6-10 მსოფლიო პირველ კრებამდე პავლე ემსახურებოდა უფალს ისე, რო არანაირი კავშირი არ ჰქონია პეტერსთან - მოციქულებს შორის მთავართან. მას შემდეგ რაც გაფუჭდა ურთიერთობა რჯულის დამცველებსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის და დაირღვა ნდობა, პავლემ საჭიროდ ჩათვალა ეკლესიების წინამძღოლებს შეხვედროდა. იმიტომ არა რომ მათი კეთილგანწყობა მოეპოვებინა ან მიეღო ქადაგების კურთხევა, არამედ მტრებისთვის მადლით გადარჩენა რომ დაემტკიცებინა, რომ სრულ ერთობაშია ქრისტეს სიყვარულთან, მის სწავლებასთან, რომელიც ჯვარზე სიკვდილზე და აღდგომაზეა დაფუძნებული, და არა რჯულზე. როდესაც იურალიმის ხელმძრვანელებმა, პეტრემ, იოანემ და მისმა ძმამ გაიგეს ახალი უწყება ბარნაბასა და პავლესგან, მრავალი ლოცვისა და განსჯის შემდეგ, მოუსმინეს სულიწმიდას და დაეთანხმნენ იმას, რომ გადარჩენა - უსასყიდლო საჩუქარია. თანხმობის ნიშნად მათ პავლე აღიარეს მოციქულად და დაადასტურეს მასთან ერთობა სხვების თანდასწრებით ხელის ჩამორთმევით. ურთიერთობებში სიყვარული ყველა წინააღმდეგობას ჯობნის. ქრისტეს სულმა მრავალს მისცა სწორი გაგების უნარი, რომ ცოდვილებს მხოლოდ უფალი იხსნის და არა რჯულის დაცვა. უხუცესებმა არანაირი ვალდებულებები არ დააკისრეს პავლეს და მის ეკლესიას, არამედ მხოლოდ რამდენიმე ძმური მოთხოვნა წაუყენეს, რომ იუდეველ მორწმუნეებს შეძლებოდათ ურთიერთობის ქონა წარმართ ქრისტიანებთან. ქრისტეს ბერძენი მიმდევრები, სიყვარულის გამო, დაკლული ან სისხლიანი ცხოველების ხორცის ჭამისგან იკავებდენ თავს და კეთილი ნებით აკეთებდნენ შესაწირავებს ღარიბი მორწმუნეებისთვის იერუსალიმში. ამ რჯულის მიუხედავად, თავისუფლები იყვნენ რა იუდეველები და მთელი სოფლიოს ეკლესიები მათი შესრულებისგან, იერუსალიმის ხელმძღვანელები თვლიდნენ მათ მადლზე დაფუძნებულებად, ჭეშმარიტ ეკლესიებად და აღიარებდნენ რომ ქრისტეს სულიერ სხეულში ერთნი არიან. მოციქულები ემადლიერებოდნენ ქრისტეს იმისთვის, რომ პავლე გაგზავნა წარმართებთან, ხოლო პეტრე და სხვა მოციქულები - იუდეველბთან. ამ მნიშვნელოვანმა მსოფლიო კრებამ პავლე პეტრეს გაუტოლა, რადგან უფალმა პავლეს დაავალა სახარების უწყება წარმართებში. მიიღო რა ეს მოწოდება პავლემ, არ თვლიდა მას იმდენად მნიშვნელოვნად, რომ ძალაუფლებაში თავდაჯერებული ყოფილიყო, რაც იესოსგან ჰქონდა. ის იერუსალიმში წავიდა, რათა ერთობა შეექმნა ადგილობრივ ეკლესიებსა და წარმართებს შორის და განემტკიცებინა ისინი იმედში, რასაც მოციქული აკეთებდა წარმართებში. მოციქულები დაუღალავად შრომოდბნენ ეკლესიების ერთობისა და სწავლების სიწმიდისთვივს და იყვნენ კიდევაც წარმატებულები და უფლის სულით მართულები. ნეტა ჩვენც შეგვეძლოს ჩვენ მცირე კრებულებში ამ პრინციპების დაცვა. მაშინ მრავალი ადამიანის სიყვარული მზარდი იქნებოდა, ასევე მზარდი იქნებოდა მათი რწმენა და იმედი! ლოცვა: უფალო შენ ხარ ეკლესიის თავი, და ვწუხვართ, რომ შენ სულიერ სხეულში დაყოფებია და ყოველთვის არ არის დაცული სწავლების სისუფთავე. მოგვეცი ჭეშმარიტების შემეცნება, სიყვარული და ერთმანეთისადმი თავმდაბლური მორჩილება. დაე მეტად მოგიახლოვდეთ და მეტად ვისმენდეთ სულიწმიდის ხმას, რათა კვლავ მოუწოდო ჩვენში სულიერ ნიჭებს და ყველა ძმას შორის სუფევდეს მადლიერების და სიყვარულის ატმოსფერო. კითხვა:
|