Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Acts - 067 (Preaching in Antioch)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
ა - პირველი მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 13:1 - 14:28)

3. ქადაგება ანატოლიის ანტიოქიაში (საქმეები 13:13-52)


საქმეები 13:44-52
44 მეორე შაბათს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ღვთის სიტყვის მოსასმენად. 45 იუდევლებმა ამდენი ხალხი რომ დაინახეს, შურით აღივსნენ და პავლეს ნათქვამის საწინააღმდეგოდ დაიწყეს ლაპარაკი და გმობა. 46 მაშინ პავლემ და ბარნაბამ მხნეობა მოიკრიბეს და თქვეს: "პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად ხდით თქვენს თავს, აჰა, წარმართებს მივუბრუნდებით. 47 ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: მე დაგაყენე წარმართთა სინათლედ, რომ შენ მიიტანო ხსნა ქვეყნის კიდეებამდე. 48 ეს რომ გაიგეს, გაიხარეს წარმართებმა; ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისთვის იყო განწესებული. 49 უფლის სიტყვა კი მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა. 50 მაგრამ წააქეზეს იუდევლებმა ღვთისმოშიში ქალები, ქალაქის წარჩინებულნი და მთავარნი, და იწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გამოაძევეს თავიანთი საზღვრებიდან. 51 მათ ფეხიდან მტვერი ჩაიბერტყეს და იკონიაში წავიდნენ. 52 მოწაფეები კი აღივსებოდნენ სიხარულითა და სულიწმიდით.

სულიწმიდა უძღოდა წინ პავლეს, გამოიყვანა იგი ლამაზი კუნძული კიმპრიდან და გააგზავნა უდაბნო ადგილას ანტიოქიაში, სადაც აშკარა სულიწმიდის მოქმედება იყო. მოციქულის მოწმობას მთელი ქალაქი მოძრაობაში მოიყვანა. შვიდი დღის განმავლობაში, შაბათიდან შაბათამდე, პავლე და ბარნაბა ბევრს საუბრობდნენ ადამიანებთან, ვისაც სიმართლე სწყუროდა. ისინი ახალ იმედს აუწყებდნენ იესოზე, ამითი თითქოს აპოხიერებდნენ უფლის ყანას ანტიოქიაში. როდესაც სიმაგოგის მთავრება იხილეს, რომ მრავალი წარმართი იყრიდა მათ სინაგოგაში თავს, და არა იმისთვის რომ კანონები შეესრულებინათ ან იუდაიზმი მიეღოთ, არამედ ცოდვების პატიება მიეღოთ რწმენით მკვდრეთით აღმდგარი იესოსი, დაიწყეს იესოს შეურაცხყოფა და სახარების უარყოფა. როგორი საშინელი სანახავია: ათასობით სულიერად მშიერი ადამიანი ელოდება გადარჩენის უწყებას, ხოლო იუდეველი მთავრები ყვირიან და პავლეს წინააღმდეგ გამოდიან, რათა ვერ შეძლოს ამ უწყების ხალხამდე მიტანა!

მოციქული გაჩუმდა. დიდი ტკივილით მიმართა იუდეველბს: “სულიწმიდამ მომიყვანა თქვენთან, რათა პირველებს მოგესმინათ გადარჩენის უწყება, რადგან გაქვთ წილი და უფლება, რადგან უფალმა ამოირჩია თქვენი მამები. მაგრამ თქვენ არ თვლით თავს საჭიროდ, რომ მიიღოთ ქრისტეს სიცოცხლე, და სულიერად მკვდარ მდგომარეობაში რჩები, კანონის მონების მსგავსად. პატიების გარეშე ცხოვრობთ, მცდარად გწამთ საკუთარი თავის ხსნის შესაძლებლობის; ამიტომაც თავზე უმკაცრეს გასამართლებას დაიტეხთ უფლისგან. უარყოფთ აჭეშმარიტ ქრისტეს, როგორც თქვენმა ძმებმა უარყვეს ის იერუსალიმში.

თუმცაღა არ ვისაზღვრებით მხოლოდ ძველი აღთქმის ერის ქადაგებით, იესომ წარმართებთამაც მიგვაგზავნა. ვქადაგებთ რა ასე მთელ ქვეყნიერებაზე, აღვასრულებთ ესაიას წინასწარმეტყველებას, რომელიც ამბობდა, რომ იესო ყველა წარმართის სინათლე იქნება (ეს.49:6) და მისი ხმა დედამიწის კიდეებს მისწბდება.”

პავლეს ძლიერი რწმენა ჰქონდა, და არ ჰქონდა საკმარისი გაბედულება, რათა გაეგო, რომ ეს წინასწარმეტყველება მას ეკუთვნის, ვინაიდან მან მიიღო თავისი მოციქულური მსახურება წარმართებისთვის ესაიას ამ სიტყვების მეშვეობით. პავლე “ქრისტე”-ში იყო და თავის სინათლეს არ ასხივებდა, არამედ მასში ქრისტეს შუქი ბრწყინავდა. მხსნელმა პავლეს ქადაგება გამოიყენა მილიონობით ადამინის გადასარჩენად ათასწლეულების განმავლობაში. ვერავინ აგვიხსნა გამართლების, განწმედის და დახსნის მნიშვნელობები ქრისტეში, როგორც ეს პავლე მოციქულმა გააკეთა, უფლის სიყვარულით მართულმა.

დიდძალი ხალხი ისმენდა ორი მოციქულის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, მათ დიალობს იუდეველბთან. ხედავდნენ, რომ იუდეველები სიძულვილით, ბრაზით, რისხვით და უპატივცემულობით აღსავსენი იყვნენ, ხოლო პავლე და ბარნაბა მხოლოდ განაწყენებულები, მაგრამ ამასთანავე თავმდაბლობით, სიყვარულითა და სერიოზულობით სავსენი. ისინი თამამად იძახდნენ, რომ გადარჩენისთვის მხოლოდ იუდეველები არ არიან არჩეულნი, არამედ ყველა ვისაც წრფელად სწამს იესო ქრისტე და ენდობა მას. ეს მსმენელი ხედავდა მოციქულებში უფლის სიყვარულს და სჯეროდათ, რომ მათგან სულიწმიდა ლამაპარაკობს, თუმც ბოლომდე ვერ იგებდნენ ღრმა და დიდებულ ჭეშმარიტებებს.

ბევრი წამართი სიხარულით ჩაჭიდა ორი მოციქულის დამოწმებას და სჯეროდათ, რომ გადარჩენა ყველა ადამიანსითვისაა. ძალიან უხაროდათ, მერე რა რომ არ ჰქონდათ სრულყოფილი სურათი და ღრმა რწმენა არ ჰქონდათ. ზოგიერთმა დროდადრო დაკარგა წყურვილი, რომელიც დასაწყისში ჰქონდა, ხოლო ისინი, ვინც ღრმად ჩაწვდნენ გადარჩენას , აგრძელებსნენ იესოს მიყოლას და სრულიად უძღვნიდნენ მას თავს. ყველა მოწოდებული იყო, მაგრამ არც თუ ისე ბევრი იყო რჩეული. ლუკა ხსნიდა ამ საიდუმლოს - საიდუმლოს, რომელშიც მხოლოდ ერა ღმერთმა იცის ყველას გული და მხოლოდ მომზადებულები იღებენ საუკუნო სიცოცხლეს. ვერავინა მივა იესოსთან თუ ის მამამ არ მიიზიდა. ვიცით, რომ ღმერთს ყველა ადამიანის გადარჩენა უნდა. მაგრამ ყველა არ მოდის. ყველა მორწმუნე თავისში დიდ საიდუმლოს ატარებს. ჩვენი რწმენა - ეს საჩუქარი და უფლის პრივილეგიაცაა. უხდი თუ არა მადლობას მას ამისთვის? იცი თუ არა რომ ნებისმიერი ურწმუნოება დარღვევაა და იესოს უკუმგდებელი ბოლო დღეს გასამართლებული იქნება?

ყველა ავსებულს სულიწმიდის გადარჩენის სიხარული ანტიოქიის ცენტრიდან ყველა კუთხეში მიჰქონდათ. ნებისმიერი გამოღვიძება ასეთი ქადაგებებით იწყება. სავსებით ცხადია, რომ ვისაც სახარების უწყება მიჰქონდა, საზღაურს ამაში არ იღებდა. თავად სულიწმიდა მოქმედებდა ქრისტეს მიმდევრებს შორის და აძლევდა მათ მიმართულებებს.

ამასთანავე სატანის სულიც სპონტანურად მოქმედებდა რელიგიურ ადამიანებში, რომლებიც თვალთმაქცობდნენ, თითქოს კანონს იცავდნენ. იუდეველები ანატოლიურ ანტიოქიაში მივიდნენ ანტიოქიელ ქალებთან და ცდილობდნენ აღწძრათ, რათა მათ ქმრებისთვის ეთქვათ, რომ ქალაქიდან ყველა მცად რწმენაში მყოფი გაეძევებინათ. სიცბიერე და ძალაუფლება - ეს ორი საპირისპირო საშუალებაა სახარების გავრცელების წინააღმდეგ. და მაინც სულიწმიდამ იზეიმა მორწმუნეთა შორის, რომლებიც მოთმინებით იტანდნენ დევნას. იმყოფებოდნენ რა ზეწოლის ქვეშ, მყარდებოდნენ სულიწმიდის სიხარულში.

პავლე და ბარნაბამ დატოვეს ქალაქი, დაიბერტყეს რა იქაური მტვერი, როგორც ქრისტემ უბრძანა მოწაფეებს რომ მოქცეულიყვნენ, როდესაც არ მიიღებდნენ. მათი უკუმგდებები სასამართლოსთვია უნდა გადაეცათ. შენ, ხარ თუ არა სავსე სულიწმიდის სიხარულით? თუ უკუაგდებ ქრისტეს გადარჩენას, იცი რა რომ ღმერთის სასამართლო გელოდება?

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით, რომ გადაარჩინე ადამიანები შენი სიკვდილით ჯვარზე, და ყველა მორწმუნეს მიეცი შენი სიცოცხლის სული! ვლოცულობთ შენ წინაშე ჩვენი ქვეყნის ყველა ქალაქზე, რათა ამოირჩიო ისინი, ვინც მზადაა მოისმინოს შენი მოწოდება და აღასრულოს შენი სახარება, და ქვეყნიერების სინათლედ იქცნენ!

კითხვა:

  1. როგორ დაასაბუთა პავლემ თავისი უფლება, რომლითაც შეეძლო წარმართებისთვის ექადაგა? როგორ აღივსნენ რწმენით კერპთაყვანისმცემელნი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:28 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)