Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Acts - 061 (Peter’s Deliverance)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)

12. ანგელოზი ანთავისუფლებს პეტრეს (საქმეები 12:7-17)


საქმეები 12:7-17
7 და აჰა, უფლის ანგელოზი წარდგა და სინათლე გაბრწყინდა საკანში. პეტრეს ფერდში წაჰკრა, გააღვიძა და უთხრა: "ჩქარა ადექი!” და ხელებიდან ბორკილები დასცვივდა. 8 უთხრა ანგელოზმა: "სარტყელი შემოირტყი და სანდლები ჩაიცვი”. ასეც მოიქცა. უთხრა: "მოსასხამი მოისხი და გამომყევი”. 9 პეტრეც გამოვიდა და გაჰყვა. არ იცოდა, რომ ის, რასაც ანგელოზი აკეთებდა, ცხადში ხდებოდა; ფიქრობდა, ჩვენებას ვხედავო. 10 გასცდნენ პირველსა და მეორე საგუშაგოს და ქალაქში შესასვლელ შერკინულ კარიბჭეს მიადგნენ, რომელიც თავისით გაიღო მათ წინაშე. შევიდნენ, ერთი ქუჩა გაიარეს და მაშინვე გაშორდა მას ანგელოზი. 11 გონს მოეგო პეტრე და თქვა: "ახლა ნამდვილად ვიცი, რომ უფალმა გამოგზავნა თავისი ანგელოზი და დამიხსნა როგორც ჰეროდეს ხელიდან, ისე ყოველივე იმისგანაც, რასაც იუდეველი ხალხი ელოდა”. 12 გონსმოსული, მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს დედის, მარიამის სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ. 13 პეტრემ ჭიშკარზე რომ დააკაკუნა, ერთი მოახლე, სახელად როდი, კარის გასაღებად გამოვიდა. 14 როგორც კი პეტრეს ხმა იცნო, ისე გაუხარდა, რომ ჭიშკრის გაღება დაავიწყდა, შინ შევარდა და იქ მყოფთ შეატყობინა, კართან პეტრე დგასო. 15 უთხრეს: "ჭკუიდან გადახვედი?” ის კი თავისას ამტკიცებდა. და ამბობდნენ: "ეს მისი ანგელოზი იქნება”. 16 პეტრე კაკუნს განაგრძობდა. კარი რომ გაუღეს, დაინახეს და გაოცდნენ. 17 მან ხელით ანიშნა, გაჩუმდითო და უამბო, როგორ გამოიყვანა საპყრობილედან უფალმა. ბოლოს თქვა: "შეატყობინეთ ეს ამბავი იაკობსა და ძმებს”. მერე გავიდა და სხვაგან წავიდა.

ანტიოქიაში ეკლესია იზრდებოდა და ყვაოდა, მაშინ როდესაც იერუსალიმის ეკლესია დევნებს განიცდიდა. იყო მოკლული იაკობი, ერთ-ერთი სამთაგანი, რომელიც იესოსთან ყველაზე ახლოს იყო, ხოლო პეტრემ სასწაულებრივად გადარჩა. შესაძლოა ღმერთის გზები ჩვენთვის დაფარულია, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი ზეციერი მამა სიყვარულია. ამიტომაც შეგვიძლია ვთხოვოთ, რომ ჩვენი ცხოვრების ყველა ეტაპზე მოგვცეს სრული დამაჯერებლობა მის მოწყალებასა და სიკეთეებში.

პეტრე არ იყო სასოწარკვეთაში იმ საფრთხის გამო, რომელიც კარს ჰქონდა მომდგარი. მას შეეძლო თავისუფლად დაეძინა, რათა სწამდა მისი ზეციერი მამის ჩანაფიქრის. ვერ ამჩნევდა ვერც იმ ჯაჭვებს, რომლითაც ხელები შებოჭილი ჰქონდა, ვერც მცველებს, რომლებიც გვერდით ეწვნენ. არც იმ ზეციუერმა შუქმა შეაშინა, რომელიც სიბნელეში გამობრწყინდა, როდესაც მასთან ანგელოზი მოვიდა. ისეთი ღრმა ძლით ეძნა, რომ ანგელოზს მისი შენჯღრევა დასჭირდა, გასაღვიძებლად. მან დაინახა, თუ როგორ უხმოდ დასცვივდა ჯაჭვები. ჯერ კიდევ გაოგნებულმა, ჩაიცვა. ანგელოზი, როგორც დედა ზრუნავდა მასზე, რომელიც შვილებს ეხმარება ტანსაცმლის ჩაცმასა და სკოლაში წასვლაში. კარები, რომელიც მძიმე საკეტით იყო ჩაკეტილი, გაიხსნა და ასევე უხმოდ დაიკეტა. ვერავინ მცველთაგან ვერ შეამჩნოა ეს გაქცევა. ღმერთის ძალამ ყველა მატერიალური წინაღობა გააუქმა. ღმერთს შეუძლია გაგანთავისუფლოს ისეთ პირობებში, რომლებშიც ადამიანი შეუძლებლად გრძნობს თავს. ჩვენი მამის ძალები ბევრად მეტია, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

როგორც კი ქალაქის ერთ-ერთ ქუჩასთან მივიდნენ, ანგელოზმა პეტრე დატოვა. ღამის ცივმა ნიავმა საბოლოოდ მოიყვანა ის აზრზე. უცებ არ დაფიქრებულა, რამდენად საშიში იყო მისი გაქცევა და რომ შესაძლოა კვლავ დაიჭირონ და ჩასვან. მას უხაროდა, რომ მისი ზეციერი მამა ზრუნავდა მასზე. ვერავინ გაანთავისუფლებდა ამ მცველებისგან. მხოლოდ თავად ღმერთმა ჩაშალა მეფე ჰეროდეს გეგმა და გაანთავისუფლა თავისი ეკლესია.

პეტრე უმალვე გაეშურა მახარობელი მარკოზის დედის სახლში. იქ იკრიბებოდნენ მორწმუნეები დღე და ღამ ლოცვისთვის, რომ რამენაირი გძით ღმერთს შეძლებოდა გაენთავისუფლებინა მოციქული, მეფის ყველა ბოროტი ჩანაფიქრისგან. როდესაც პეტრემ კარს მიუკაკუნა, მოახლე მივიდა. იცნო რა მისი ხმა, უკან გაბრუნდა სახლში და აღელვებული ყვებოდა ყოველივეზე. მათ იფიქრეს, რომ ალბათ მოჩენება დაინახა და უბრალოდ რაღაც მოესმა. ზოგს კი ეგონა ქალი ჭკუიდან გადავიდა, ხოლო დანარჩენები ფიქრობდნენ, რომ პეტრეს ანგელოზი ეჩვენა მას. ისინი ლოცულობდნენ მისი განთავისუფლების შესახებ, მაგრამ არ იყვნენ დარწმუნებულები თავიანთი ლოცვის პასუხებში, განსაკუთრებით იაკობის სიკვდილის შემდეგ, ვისთვისაც ლოცულობდნენ კიდეც. ლოცულობდნენ მაგრამ მათი მოლოდინი რწმენასა და იმედს შორის მერყეობდა, ვინაიდან არ იცოდნენ უფლის ნება ამ შემთხვევაში. არ წყვეტდნენ ზეცის კარებზე კაკუნს და თხოვნას, რათა უფლის ნება აღსრულებულიყო.

კაკუნს აგრძელებდა ისიც, ვინც კარებს მიღმა, სახლთან იდგა სიცივეში. საბოლოოდ მლოცველები მიხვდნენ, რომ გარეთ ვიღაც დგას და ითხოვდა, რომ მისთვის კარი გაეღოთ. გაოგნებულები იყვნენ, როდესაც გაიგეს, თუ როგორ ცხადად უპასუხა უფალმა მათ ლოცვებს. როდესაც გაიგეს პეტრეს სასწაულებრივი განთავისუფლების შესახებ, უფრო მეტად განადიდეს ღმერთი და მათი რწმენა გამყარდა.

შემდგომ პეტრემ მათ სთხოვა, რომ მისი განთავისუფლება იაკობისთვის, იესოს ძმისთვის შეეტყობინებინათ, რომელიც იერუსალიმის ეკლესიის მთავრის როლში გამოდიოდა და მოშურნე მლოცველი იყო. იმისდამიუხედავად, რომ იაკობი ქრისტიანი იყო, რჩებოდა კანონის ერთგული და თვლიდა, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია. მისი იესოს მიმართ ღვთისმოსაობა და მორჩილება , რომლის ნახევარძმაც იყო, ახლა კი ზეცად ამაღლდა, გამოჩნდა მის მოშურნე ლოცვებში და პრაქტიკულ მსახურებაში.

სავსებით შესაძლებელია, რომ მეფე ყველა ქრისტიანი წინამძღოლის მოკვლას ფიქრობდა. მაგრამ პეტრემ მეორედ განთავისუფლებამ ის ძალზედ შეაშინა. ის გრძნობდა, რომ აქ რაღაც ძალა მოქმედებდა, რომელიც მის ძალას აღემატებოდა. ამიტომაც აუჩქარებლად დატოვა იერუსალიმი, რადგან ხალხი პეტრეს სახალხო სასამართლოს მოლოდინში იყო, რომელიც უეცრად გაქრა. ყველა შიშისგან თრთიდა, ვინც მოისმინა ამ ამბის შესახებ. ჰეროდე კი გაემგზავრა კესარიაში და შეეცადა დათრობით დაევიწყებინა თავისი ძალაუფლება და ყველა თავისი სასწაული.

ლოცვა: უფალო, მადლობა გიხდით, რომ გაანთავისუფლე პეტრე საპყრობილედან და შეინახე ეკლესია იერუსალიმში განუწყვეტელი დევნებისაგან! ახლაც მეფობ! აგვავსე შენი სულით და გვასწავლე რწმენა, ლოცვა და დაჟინებულობა! მადლობა, რომ პასუხობ ჩვენ ლოცვებს!

კითხვა:

  1. რატომ იყვნენ ლოცვისთვის შეკრებილები, პეტრეს განთავისუფლებით გაოგნებულნი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:23 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)