Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Acts - 039 (Tabernacle of Meeting)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)
21. სტეფანეს დაცვა (საქმეები 7:1-53)

გ) შესაკრებელი კარავი და ტაძრის დადგენილებები (საქმეები 7:44-50)


საქმეები 7:44-50
44 მოწმობის კარავი იყო ჩვენს მამებთან უდაბნოში, როგორც დაუდგინა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, რათა გაეკეთებინა იმ სახის მიხედვით, რომელიც იხილა. 45 ჩვენმა მამებმა მიიღეს იგი და იეშუასთან ერთად შეიტანეს იმ ხალხთა სამკვიდრებელში, რომლებიც ჩვენი მამების პირიდან განდევნა ღმერთმა. ასე იყო დავითის დღეებამდე. 46 მან მადლი ჰპოვა ღვთის წინაშე და სთხოვდა, რომ სამკვიდრებელი ეპოვა იაკობის ღმერთისთვის. 47 თუმცა სოლომონმა აუგო მას სახლი. 48 მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში კი არ არის დამკვიდრებული, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: 49 ცა ტახტია ჩემი, დედამიწა - ჩემს ფეხთა სადგამი. როგორ სახლს ამიშენებთ მე, ან სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი? 50 განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ეს ყოველივე?

სტეფანემ ასევე შეახსენა მათ, რომ თავდაპირველად უფალი არ იყო ტაძარში, არამედ მოსეს დადგენილ კარავში ხვდებოდა. ასე იყო ნაწილობრივად იმ დღეებში, როდესაც უფალი მოსეს მცნებებს აძლევდა, მაგრამ ასევე იესო ნავიძის და დავითის ეპოქისას. ხრწნადი სილამაზე და ტაძრის ეშხი თავისთავად არ ყოფილა უფლის ერებს შორის თანდასწრების პირობა, ხოლო უდაბნოში დადგენილი შეხვედრი კარავი მოწმობდა ძველი აღთქის დროებით ბუნებაზე, რომელიც საბოლოო ჯამში მოძველდა.

სტეფანეს ეგონა, რომ ტაძრის ასაშენებლად ის უფალის მადლმა დააკავა. ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი არ საჭიროებს ოქროს, განდიოზულ შენობებსა და შეიარაღებას, რომელსაც ადამიანი აშენებს საკუთარი ყოფისთვის თავის ერთგულ მიმდევრებში. უბრალო, გაულამაზებელი კარავი უდაბნოში მეტყველებდა, ღმერთი ხვდებოდა უბრალო და ღარიბ ადამიანებს იქ. მახარობელი იოანე, თავის სახარებაში, რომელიც ბერძნულადაა დაწერილი (იოანე 1;14), გამოიყენა იესოს არსების აღსაწერად უბრალო სიტყვა: „ხმა“: „ხმა თუ სიტყვა გახდა ხორცი და ცხოვრობდა და არსებობდა ჩვენ შორის“. ეს თავმდაბლობა დიდ მადლს გვაჩვენებს უფლისას, რომელიც გადმოვიდა და მოკვდავი ადამიანის ტაძარში დასახლდა.

ბრძენმა სოლომონმა ტაძრის ასაშენებლად ხალხის ექსპლუატაცია მოახდინა, რის შედეგადაც საბოლოოდ ქალაქი დაიშალა. ტაძარი აშენდა იმიტომ, რომ გაერთიანებინა ერი ამ იუდევლური თაყვანისცემისა და კულტურის გარშემო. თუმცა ამის შედეგი გახდათ მხოლოდ დაშლა, ვინაიდან ღმერთი არ ცხოვრობს რომელიმე განსაკუთრებულ ადგილას ან ქვებსა და ტაძრებში. ღმერთს არაფერი მატერიალური არ სჭირდება, ვინაიდან შენთანაა, სადაც არ უნდა იყო: ზღვაზე, მიწაზე, ჰაერში თუ მიწის ქვეშ. მისი სიტყვის მომსმენი და შემსრულებელი გამუდმებულ უფლის თანდასწრებაში და მასთან ურთიერთობაშია. სტეფანე ამოწმებდა თავისი მოსამართლეებიბს წინაშე, რომ ის არ შეურაცხყოფს ტაძარს, თუ არ ეთაყვანება იმ ოქროს ქვებს, ვინაიდან უფალი არ ცხოვრობს ადამიანურ შემოსაზღვრულ საკანში, არამედ მთელი დედამიწა - მის ფერხთითაა. შემოქმედი არ საჭიროებს ხელთქმნილ მოწყობილობებს, რომლებიც არაფრისგანაა შექმნილი მოსასვენებლად. ცისა და მიწის, ზღვებისა და წყაროების შემოქმედი, არაფერს საჭიროებს.

დღეს ჩვენ ვიცით, რომ დედამიწა - ეს მტელ სამყაროს არ ნიშნავს, არამედ უმცირესი ნაწილია მილიონობის მზეს შორის, რომელიც ტრიალებს მილიონობით ვარსკვლავებისა და პლანეტების გარშემო. ძვირფასო ძმაო, ჩაწვდი სამყაროს სიღრმეების საიდუმლოებებს. მაშინ შენი გონება გაიხსნება და შენი გული დაუწყებს უფალსა და მის დიდებას თაყვანისცემას. ჩვენი შემოქმედი ავსებს მთელ სამყაროს. არ არსებობსნ სახლი, რომელიც მას დაიტევს. ის ერთად აღებულ ყველა ოკეანეზე და ვარსკვლავზე დიდია. ამავდროულად ის ყველა ატომს მართავს. ვინც ყურადღებით სწავლობს თანამედროვე მეცნიერებას, ის ვერ გახდება ათეისტი, არამედ თავმდაბლურად და მორჩილად იდრიბეა უფლის წინაშე.

ბიბლია გაუწყებს შენ, რომ დიდებულ ღმერთს სურს შენს გულში დასახლება, რათა შენი სხეული სულიწმიდის ტაძრად იქცეს. გახდა თუ არა შენი გონება უფლის საცხოვრებელ ადგილად? თუ ჯერ კიდევ გახსნილი ხარ არაწმიდასულებისთვის? ღმერთის კრავის სისხლი გაგწმედს, თტუ გახსნი შენ გულს მისი გეგმებისთვის. მისი სულიწმიდა აგავსებს, სანამ შენი ყინულოვანი ეგოიზმი არ გალღვება, და მაშნ სხვა მორწმუნეებთან ერთად უფალთან ურთიერთობაში გახდები უფლის თანდასწრების ტაძარი. შეიცანი თუ არა ამ სულიერი ტაძრის სილამაზე და დიდება? მისი თვისებებია: სიყვარული, თავმდაბლობა, სიხარული, თვინიერება, მშვიდობა, სამართლიანობა, აღორძინება და სიმართლე. გალამაზებს თუ არა შენ ქრისტიანული რწმენის ნაყოფები? თუ კი, მაშინ შეძლებ განადიდო ღმერთი შენი მოქმედებებით ქვეყნიერებაზე, რომელიც სავსეა არაწმიდა სულებით.

ლოცვა: უფალო დიდებულო, მადლობას გიხდით, რომ რომელიმე ეკლესიაში კი არა, ტაძარსა თუ ქვებისგან ნაშენებ შენობაშ. არამედ ყველა ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანში ცხოვრობ! შემოდი ჩემ გულში, გაწმიდე ჩემი სინდისი და აავსე ჩემი გონება შენი სულიწმიდით, რათა სამუდამოდ იმეფო ჩემში და მე კი ყოველთვის სიხარულით გისმენდე და გემორჩილებოდე!

კითხვა:

  1. რატომ მიანიჭა სტეფანემ უპირატესობა კარავს და არა ოქროთი ნაშენებ თაძარს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:02 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)