Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba
Previous Lesson -- Next Lesson მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 3 - მეოთხე თავი იესოს მსახურება გზად იერუსალიმისკენ, იორდანეში (მათეიესო 19:1 - 20:34)
12. ორი ბრმის განკურნება იერიხონში (მათეიესო 20:29-34)მათეიესო 20:29-34 ქრისტე დაეშვა გალილეის მთებიდან იორდანეში, განაგრძო თავისი გზა, გაიარა იერიხონი - პალმების ქალაქი და კვლავ მთებზე ავიდა იერუსალიმში. ეს მისი გზა იყო სიკვდილისკენ. იესოს არ გადაუხვევია მისგან და გამოსყიდვის ჟამიც სულ უფრო ახლოვდებოდა. მრავალი მიჰყვებოდა მას, რათა მოესმინათ მისთვის და ენახათ მის მიერ ჩადენილი სასწაულები. და აი ორმა ბრმამ, ბრბოში გაიგონეს ხმაური, როდესაც გაიგეს, რომ ეს იესოა, ღვთაებრივი მკურნალი და მათთან ჩავლას აპირებ, ერთხმად აყვირდნენ და დახმარებას ეხვეწებოდნენ. ისინი მას ძალიან ცნობილ სახელს ეძახდნენ: „დავითის ძეო! შეგვიწყალე!“ ეს სახელი დაპირებული დავითის ძეს ეკუთვნოდა, რომელიც ღვთისგან იშვა და დაჯდა დავითის ტახტზე საუკუნო მეფობაში (მეორე მეფეთა 7:12-14). მათი ყვირილი იესოსთვის პოლიტიკურ ჭრილში დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ბრმები იესოს ფიზიკური თვალებით ვერ ხედავდნენ, მაგრამ გულის თვალებით უყურებდნენ და როგორც ბერძნულ ტექსტში წერია, უწოდებდნენ მას „უფალს“. მათ სჯეროდათ მისი სასწაულებრივი თანდასწრების, აბსოლუტური ძალაუფლების და ნაზი სიყვარულის, და ენდობოდნენ არა მხოლოდ დაფარულში, არამედ ყველა ადამიანის წინაშე. ბრბოს არ უნდოდათ მათი საფრთხის შემცველი ყვირილის მოსმენა და შეეცადნენ გაეჩუმებათ. ბრბო ვერ ხვდებოდა, რომ ეს ორი ბრმა, თავისი სიბრმავის მიუხედავად, გულით ხვდებოდნენ ვინ იყო იესო, ისინი კი ხედვადნენ რა, ვერ ხვდებოდნენ, ვინ იყო მათ შორის - კონკრეტულად კი, ვინ იდგა იქ. და დღეს მრავალი ადამიანი უარყოფს ქრისტეს მოწმობას, ფიქრობენ რა, რომ მართალნი არიან და ჰგონიათ, რომ გამომსყიდველი მათ კი არა სხვებს სჭირდებათ. იესომ გაიგონა მათი ყვირილი და ყური დაუგდო მათი რწმენის აღიარებას. ის გაჩერდა, და ეს გაჩერება ქვეყნიერების ხსნის გზაზე მოხდა. დატოვა რა თვითკმაყოფილი ბრბო, მიუახლოვდა ბრმებს და ჰკითხა: „რა გინდათ ჩემგან?“ ამ კითხვას იესო დღესაც გისვამს შენ. რა გინდა მისგან? ეძებ დიდებას? ფულს? სიამოვნებას? თუ გსურს, რომ თვალები აგიხილოს და დაინახო შენი უფალი და მიიღო მისი სიყვარული და ძალა? დღეს იესო მრავალი ადამიანის თვალებს აძლევს ხილვადობას, მრავალ ქვეყანაში. იქნებ გსურს სთხოვო, რომ შენ ახლობელს აუხილოს თვალები, რომ მრავალი შენ გვერდით მყოფი განმტკიცდეს შენი დამოწმების და სხვა მორწმუნეების დამოწმებების ხარჯზე? ქრისტემ განკურნა ის ბრმები, შეეხო რა მათ თვალებს. ის იყო პირველი, ვინც ფიზიკური ხილვადობის შემდეგ დაინახეს. მაშინვე დაადასტურეს თავიანთი რწმენა მის მიმართ და გაყვნენ მას. არ მიუქცევიათ ყურადღება ბრბოსთვის, მხოლოდ იესოს უყურებდნენ და რჩებოდნენ მასთან, რათა მადლიერება გამოეხატათ იმისთვის, რომ მან განკურნა ისინი. ქრისტე მოკვდა ჯვარზე და გამოხატა უდიდესი სიყვარული ჩვენი, ცოდვილების მიმართ. შენ ხედავ როგორ ჰკიდია ის იმ სირცხვილის ძელზე და როგორ მოსდის მას სისხლი ცოდვილების გამო? რას ფიქრობ მასზე? მოხვედი თუ არა მასთან იმისთვის, რომ შეიყვარო ის? სთხოვე მას, რომ გაგიხსნას შენც და გაუხსნას სხვასაც სულიერი თვალები. მრავალი ამბობს, რომ მათეს სახარებაში მოხსენიებული ორი ბრმა, მარკოზის სახარებაში გადმოცემულია, რომც ერთი. ამაზე საპასუხოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მარკოზი ახსენებს ბარტიმეოსს იმიტომ, რომ ის ძალიან ცნობადი ადამიანი იყო. მარკოზის ტექსტში გადმოცემულია, რომ როდესაც იესო მოწაფეებთან ერთად წამოვიდა იერიხონიდან, იქ ბარტიმეოსი, ტიმეს ძე იჯდა კარებთან და მოწყალებას ითხოვდა. ის ახსნეებს მას, რადგან ცნობილი ადამიანის შვილი იყო. ცხადია ცნობილი ადამიანი ყოველთვის ხალხის ყურადღების ცენტრშია, სწორედ ამიტომ ახსენა მარკოზმა მისი სახელი. მაგრამ ვისაც შეუძლია ერთი ბრმისთვის თვალის ახელა, მას მრავალისთვისაც შეუძლია იგივეს გაკეთება. ერთ, რომ ერთქვა მას არ აუხელი თვალები ბარტიმეოსისთვისო, მეორეს კი ეთქვა კიო, ეს იქნებოდა საპირისპირო ფაქტები. მაგრამ სახარებაში ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ ურთიერთ საწინააღმდეგო აზრებს, უბრალოდ ერთმა მახარობელმა ერთი ცნობილი ადამიანის სახელი ახსენა. და ეს აბსოლუტურად არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ქრისტეს მას თვალები აუხილა და არა მხოლოდ მას, არამედ ბევრ სხვასაც. ლოცვა: მამაო, მადლობას გიხდით, რომ სახარების შუქით გაგვანათე და სინათლე შემოიტანე ჩვენს ცხოვრებასი. გთხოვთ საკუთარ თავებზე და მათზე ვინც ჩვენს გარშემოა, რომ აგვიხილო თვალები და მოგვცე სუფთა გული, რომელიც დაინახავს შენ სიყვარულ, გამოსყიდვას და გადარჩენის ძალას. განვადიდებთ და წმინდასვყოფთ შენ სახელს და გთხოვთ შენი სამეფოს დაბრუნებაზე. დაე აღსრულდეს შენი ნება ჩვენში და დედამიწაზე, უკუნითი უკუნისამე! კითხვა:
მათეს სახარების კითხვათა მესამე სერიაძვირფასო მკითხველო,
ჩვენ მოგიწოდებთ, ჩვენთან ერთად დაასრულოთ ქრისტესა და მისი სახარების გამოკვლევა, რათა მიიღოთ მარადიული განძი. ჩვენ ველოდებით თქვენს პასუხებს და ვლოცულობთ თქვენთვის. ჩვენი მისამართია: Waters of Life Internet: www.waters-of-life.net |