Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba
Previous Lesson -- Next Lesson მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
4. ღვთის სამეფოს შინაგანი შენება (მათეიესო 18:1-35) -- იესოს გამონათქვამების მეოთხე კრებული
d) უპირობო და სრული პატიება (მათეიესო 18:21-22)მათეიესო 18:21-22 პეტრე აცნობიერებდა ქრისტეს დაპირების სიდიდეს, ეკლესიის ერთობლივი რწმენის ლოცვაზე. ამავდროულად ეშინოდა, რომ ეს ძმობა შეიძლება მალე შეეჭვდეს მრავალი პრობლემის და უწმინდური განზრახვების გამო. ეჭვგარეშეა, რომ ქრისტეს მიმდევრებში იქნება უთანხმოება, გაუგებრობები, წყენა. მათ შეიძლება მარტივად იფიქრონ, რომ ვიღაც უსამართლოდ ექცევა. არ არის კარგი ვიმახსოვრებდეთ, თუ რამდენჯერ გვაწყენინა და-ძმამ. არის ასეთ თველბში, რათაც არაჯანსაღი. ღმერთი აკეთებს აღრიცხვას, ის არის მოსამართლე და მხოლოდ ის მიუზღავს ყველას. იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს, არ უნდა გქონდეს ბოროტი გული და არ ითვალო, ვის და რამდენჯერ აპატიე. უნდა აპატიო და დაივიწყო. ღმერთი ბევრს გვპატიობს, ჩვენც ბევრი უნდა ვაპატიოთ ადამიანებს. აქ საუბარია ასევე იმაზე, რომ წყენებზე გამუდმებით უნდა გავიმარჯვოთ და ვაპატიოთ, სანამ არ გაგვიჯდება. პეტრემ ქრისტესთან ურთიერთობისას ისწავლა სხვების პატიება. ის მზად იყო ძმისთვის 7 ჯერ ეპატიებინა, რადგან შვიდი - სრულყოფილი ნიშანია. პეტრემ იცოდა, რომ კრებული წევრების პატიება იდგა. მას უნდოდა მოწაფეებში მაგალითი ყოფილიყო და აგამოთქვამდა აზრს, რომ პატიება საჭიროა ბევრჯერ - დაახლოებით შვიდჯერ. თუმცა ქრისტემ მას ქრისტიანული სიყვარულის სიდიდე უჩვენა. შვიდჯერ პატიება არაა საკმარისი - და-ძმებმა ერთანეთს 490ჯერ უნდა აპატიონ დღეში. ეს ფაქტობრივად ნიშნავს პატიებას საზღვრების გარეშე. რამდენად დიდია უფლის პატიება და სიყვარული. ერთი მორწმუნე ბავშვი ბრაზობდა თავის უმცროს დაზე, რადგან გამნუდმებით უფუჭებდა სათამაშოებს. იესოს გამო მან გადაწყვიტა 490 ჯერ ეპატიებინა მისთვის დღესი, მაგრამ მეტი აღარ. დაიწყო მისი საქციელების თვლა, რომლის პატიებაც უწევდა, მაგრამ რიცხვი ასსაც ვერ აღწევდა. დროთა განმავლობაში კი მიეჩვია პატიებას. არასდროს მოშორებია ეს თვისება. მოდი შენი თვისებაც გახდეს სხვებისთვის პატიება. სთხოვე უფალს მოგცეს ძალა ყველა წყენაზე სიხარულით გაიმარჯვო, რადგან მხოლოდ პატიებით შეგვიძლია შევინარჩუნოთ ეკლესია. ნუ იფიქრებ, რომ ყველა წყენა და ან ძმაა დამნაშავე. უმეტესად დანაშული ორივე მხარეს მიუძღვის. ამიტომ მზად იყავი პირველმა დახარო თავი და ითხოვო პატიება, თუნდაც შენი დანაშაულის წილი ნაკლები იყოს. რადგან სწორედ ისიყვარულია რჯულის აღსრულება. ლოცვა: მადლობას გიხდით მამაო, რომ მოგვიწოდე სულიწმინდასთან ურთიერთობაში. შენმა ძემ გამოგვისწყიდა, რათა გვიწყვარდეს ჩვენი მწყენინებლებიც და ვლოცულობდეთ მათზე, სულიწმინდის მმართველობით, რადგან სიყვარულსი შესრულებული ლოცვა აუცილებლად შესმენილი იქნება. დაგვეხმარე დავრჩეთ სიყვარულში, რათა არ განშორდეთ ერთმანეთს, არამედ გვიყვარდეს, როგორც შენ შეგვიყვარე. კითხვა:
|