Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba
Previous Lesson -- Next Lesson მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)
o) შეპყრობილი ახალგაზრდის განკურნება (მათეიესო 17:14-21)მათეიესო 17:19-21 ქრისტიანული მსახურება შეიძლება ითხოვდეს გამუდმებით ლოცვას და მარხვასაც კი შეპყრობილების განსათავისუფლებლად. მარხვა ანთავისუფლებს მორწმუნეს, მიწიური საზრუნავებისგან და მის აზრებს ზეცისკენ მიმართავს. მარხულ ადამიანს შეუძლია გამუდმებით იქონიოს ურთიერთობა ღმერთთან და მთელი ყურადრება მისკენ გადაიტანოს. ასეთი ლოცვა მოქმედია ამ სამყაროშიც და იმის იქითაც, ვინაიდან ამის მეშვეობით ქრისტე ანთავისუფლებს ადამიანთა გულებს ცოდვისგან და დევნის ბოროტ სულებს. თუკი გაუწვდი მას ხელს, ის მიგიყვანს წარმოუდგენელ კურთხევებთან და შენი მეშვეობით მრავალ ტყვეს გაანთავისუფლებს ეშმაკის მონობიდან. ცხადია, რომ შენი ძალებით ვერ შეძლებ მთების დაძვრას. პირდაპირ რომ ვთქვათ არც ქრისტეს და მის მოციქულებს არ შეუსრულებიათ ეს აღთქმა პირდაპირი გაგებით, ისინი არ ძრავდნენ მთებს, რადგან ამისგან არავითარი სარგებელი არ არის. ღმერთის სიყვარული აღგძრავს, რომ შეასრულო მოწიწებული მსახურება, რათა გადაადგილო შენი სიამაყის მთები და გაჭირვებული ხალხის მონა გახდე იესოს სახელით და მისი სიყვარულით. ადამიანთათვის შეუძლებელი, შესაძლებელია ღმერთისთვის. ის გხდის ახალ ქმნილებად და შენ იწყებ მისნაირად მოქცევას, მადლითა და მორჩილებით; შენ რწმენით ხდები მოწყალე ღმერთის ძალის მოზიარე. თავმდაბლებს შეუძლიათ აკეთონ ის რაც სურს ქრისტეს, ვინაიდან ყოვლისშემძლე ვერ ხედავს წინაღობას, თუ რატომაც არ უნდა დასახლდეს ასეთი ადამიანის გულში. მარხვა და ლოცვა აუცილებელი საშუალებებია ეშმაკის ძალაზე გამარჯვების და ღმერთის ძალის მოპოვების. მარხვა გვეხმარება უფრო გულმოდგინედ ვილოცოთ. ის მოწმობს ჩვენს თავმდაბლობაზე, რაც მნიშვნელოვანია ლოცვისას. ის ასევე კარგი საშუალებაა საზიანო თვისებების მოსაკვდინებლად და სხეულის მოსამზადებლად, სულით ლოცვაში მსახურებისთვის. ლოცვა: ზეციერო მამაო, ჩვენ ამ დროის შვილები ვართ ამიტომაც ჩვენი რწმენა შეიძლება ზოგჯერ სუსტი იყო, სიყვარული კი არასაკმარისი. მოგმართავთ შენ და გთხოვთ გაგვანთავისუფლო ცოდვისა და ურწმუნოებისგან, რათა მჭიდროდ ჩავჭიდოთ შენს ძეს ხელები. გვწყურია ავივსოთ სიყვარულით, რათა ბოლომდე ვაპატიოთ ჩვენს მტრებს და ვაკეთოთ ის რასაც გვიბრძანებ ხალხის გადასარჩენას. კითხვა:
|