Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 103 (Encouragement)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
C - თორმეტი მოწაფის გაგზავნა სახარების საქადაგებლად (მათეიესო 9:35 - 11:1)
3. ცათა სამეფოს გავრცელების გზები (მათეიესო 10:5 - 11:1) -- იესოს მიმართვის მეორე კრებული

c) გამხნევება მწუხარებაში (მათეიესო 10:26-33)


მათეიესო 10:26-27
26 ჰოდა ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება და საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდება. 27 რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ჩურჩულით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ.
(მარკოზი 4:22; ლუკა 8:17; 12:2-9)

ღმერთის სამეფო უბრალო სიტყვებში არ არის, რომელსაც არ აქვს ძალა. ჩვენ არ გვაქვს საიდუმლოებანი, არამედ ჩვენი მოწმობებით სულიწმიდის ძალას ვუცხადებთ ყველას, ვისაც სურს ამის დანახვა და მოსმენა. ქრისტეს ძალა შემოვიდა ჩვენს გულებში და მას მივყავართ ჭეშმარიტებამდე. მისი წმინდა სიყვარული არ რჩება დაფარული ჩვენში, არამედ მჟღავნდება სხვადასხვა მსახურებაში. შენ არ შეგიძლია დაფარო შენი რწმენა, თუ ქრისტეში ხარ, ვინაიდან ქრისტეს მოყვარული არ იტყუება, არ იპარავს, არ ამაყობს, მშობლების მორჩილია, პატივს მიაგებს მეზობლებს, არ იტყუება გამოცდებისას და სამსახურში არ მონაწილეობს რევოლუციებში. შენი ქრისტესთან ურთიერთობა ჩნდება, მთელი შენი ცხოვრების მოწმობაში. საკუთარი ძალებით არ ვეჭიდებით რწმენას, არამედ უფალი გვამაგრებს დღედაღამ, რთულ და კარგ დღეებში. არ ვართ მარტონი, ყველაფერს რასაც ვიგებთ სახარებაში ხსნის შესახებ, უნდა გადავცეთ სხვებს შიშის გარეშე. ღმერთის ჭეშმარიტების უწყებას მივყავართ დამოწმებამდე. თუკი სულიწმიდა უმოწმებს შენს სულს, რომ ქრისტეს სისხლის მეშვეობით გახდი ღვთის შვილი, განსაკუთრებული უფლება გაქვს დაამოწმო ამ მადლის შესახებ. ყველაფერი რაც გულით გესმის მოუყევი ადამიანებს, რადგან მათი ხსნის საფუძველი უფლის სიტყვაა.

ერთმა პარალიზებულმა მსახურმა სთხოვა მეგობარს ეყიდა მისთვის მიკროფონი. ზოგიერთს გაუკვირდა, ზოგიერთმა კი დასცინა. როდესაც ჰკითხეს რაში სჭირდებოდა, უპასუხა, რომ სთხოვდა მის სახურავზე ატანას და ის მკაფიო ხმით მიმართავდა ყველა გამვლელს და სთხოვდა თავები ზეცისკენ აღეპყროთ და არა ჯოჯოხეთისკენ დაეხარათ. თუ ამ პარალიზებულ ადამიანს შეუძლია დამოწმება, ჩვენ მხედველები მოწოდებულები ვართ გავხსნათ პირი და დავეხმაროთ მათ, ვინც ჯოჯოხეთისკენ მიემართება და გავანთავისუფლოთ ისინი, ხსნის სახარებით.

განაგრძე მსახურება და ქვეყნიერებისთვის სახარების უწყება. არ დაგავიწყდეს, რომ ეს შენი მისიაა. მტრები არა მხოლოდ შენს განადგურებას ფიქრობენ, არამედ შენი მისიისაც. ამიტომ იქადაგე სახარება, ყველა შესაძლო გზით და არ აქვს მნიშვნელობა რა შედეგებს მოიტანს. ,,რაც გელაპარაკეთ სიბნელეში, ილაპარაკეთ სინათლეში და იქადაგეთ სახურავებზე“

ლოცვა: უფალო იესო, ჩვენს გამო იტანჯე, ჩვენ კი გვრცხვენი ადამიანების ბოროტებისა. გადიდებთ, რათა გადაგვარჩინე. გვასწავლე ერთგულად მოგყვეთ და მოგვეცი სულიწმიდის სითამამე, რათა დავუმოწმოთ სხვებს იმის შესახებ, რომ შენ გაგვიცხადე მსახურება და არ ვმალავდეთ იმას, რაც მათ არ იციან. რათა ჩვენს სახლებსა და რაიონებში მოვიდეს შენი ცათა-სამეფო.

კითხვა:

  1. რას ნიშნავს ქრისტეს ერთგულად გაყოლა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 09:24 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)