Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Romans - 052 (God Selects whom He has Mercy on)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 2 - ღმერთის ჭეშმარიტება უცვლელი რჩება, იაკობის რჩეული ტომის სიჯიუტის მიუხედავადაც (რომაელები 9:1 - 11:36)
3. ღმერთი სამართლიანია, იმისდამიუხედავად, რომ ისრაელის უმეტესი ნაწილი აღუდგა მას (რომაელები 9:6-29)

ბ) ღმერთი ირჩევს ვინ შეიწყალოს და სრული უფლება აქვს გააჯიუტოს, ვინც სურს (რომაელები 9:14-18)


რომაელთა 9:14-18
14 თუ ასეა, რაღა ვთქვათ, ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც! 15 რადგან ეუბნება მოსეს: "მოწყალე ვიქნები მათთვის, ვისაც შევიწყალებ და შემბრალე - მათთვის, ვისაც შევიბრალებ”. 16 ამრიგად, ეს დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ შემწყალე ღმერთზე. 17 ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს: "სწორედ ამისათვის დაგადგინე, რომ ჩემი ძალა ვაჩვენო შენზე და ჩემი სახელი განითქვას მთელს დედამიწაზე”. 18 ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინც სურს, მას გააჯიუტებს.

ღმერთმა პირველად მოსეს გაუხსნა (გამოსვლის წიგნში 33:19), რომ ღმერთს აქვს ძალაუფლება შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი და გააგრძელოს მისი შეწყალება მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ცოდვილია ის. ღმერთის რჩეულობა არ არის დამოკიდებული ადამიანურ საქმეებზე, არამედ მხოლოდ უფლის შეწყალებაზე. ადამიანის გადარჩენა ნიშნავს მის დაუმსახურებელ გამართლებას ღმერთის უსაზღვრო მადლის მეშვეობით.

ასევე ჩვენ ვკითხულობთ ბიბლიაში (გამოსვლის წიგნში 9:16), რომ წმიდა ღმერთმა უთხრა ფარაონს, რომელშიც ეგვიპტური სულები იყო: ,,იმისთვის შეგინარჩუნე, რომ განახო ჩემი ძალა და რომ მთელს დედამიწაზე იყოს ნაუწყები ჩემი სახელი“. ამ ღვთიური გამოცხადების შთაგონებით პავლე წერდა: ,, ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინც სურს, მას გააჯიუტებს“ (რომაელთა 9:18).

ეს სამართლიანია ღმერთის სიწმიდესთან მიმართებაში. თუმცა ღმერთი სასტიკი დესპოტი არ არის, არამედ მას უნდა, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მოვიდნენ ჭეშმარიტების შემეცნებამდე (რომაელთა 11:32; პირველი ტიმოთეს 2:4; მეორე პეტრე 3:9). თუ ადამიანი უხსნის საკუთარ თავს ქრისტეს მოწინააღმდეგე სულებს, ან თუ ის გაიზარდა ისეთ ოჯახში ან ერში, სადაც ქრისტეს საწინააღმდეგო აზრები მეფობდა, მაშინ სრულიად გასაგებია, რომ ღმერთისგანაა დაშვებული ასეთ ადამიანებს ჰყავდეთ ლიდერი, რომელიც ღიად გამოვა ღმერთის ბრძანებების წინააღმდეგ. და ასევე ღმერთს შეუძლია ამ ლიდერის გამოყენებით თავისი ძალის დემონსტრირება მოახდინოს!

ზემოთ ხსენებული მუხლის ხსენებისას პავლეს წერილის, ზოგიერთები ამბობენ, რომ ისლამმა აიტაცა ეს აზრი, თითქოს ღმერთს უნდა ადამიანის შეცდომაში შეყვანა, ხოლო ზოგის - მართებული გზით ტარება. ღმერთის სიწმიდის თვალთახედვიდან ღმერთს აქვს სრული უფლება შეიყვანოს ადამიანი შეცდომაში, ვინაიდან კაცობრიობას არ ჰყავს ვინმე მასზე მართალი! და მაინც ღმერთი არ იქცევა ისე, როგორც სხვა რელიგიები ასწავლიან, არამედ ყველას იწყალებს; და ვინც ღებულობს ქრისტეს ის ხდება განსაკუთრებული მოწოდების ნაწილი, ვინაიდან ქრისტეს არასდროს შეუცოდავს!

და თუ ვინმე მიჯაჭულია სიცრუის მამასთან, ეშმაკთან ან უყვარს ღმერთზე მეტად ფული, მას არ უნდა გაუკვირდეს, რომ წმიდა ღმერთი მას ბოლომდე დაცემის საშუალებას მისცემს, როგორც ამბობს იესო იოანეს სახარებაში (8:43-45). ღმერთი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში, ხოლო ადამიანი იღებს პასუხისმგებლობას ყველა თავისი საქმისთვის იმისდა დამოუკიდებლად შეასრულა მან ჭეშმარიტი მონანიება, თუ არა.

რათა სრული ნათელი მოვფინო, ვახსენებ მკითხველს რომ პავლე ამ თავის მსჯელობებს წარმართებს კი არ უყვებოდა, არამედ იუდეველებს, რომლებიც რომში იყვნენ რათა მათ თავიანთ გულის გაჯიუტება გადაელახათ. მოციქულმა აუხსნა მათ, რომ მათი რჩეულობის მიუხედავად ღმერთი მათ სიცრუეს გადასცემდა, თუ არ გაეხსნებოდნენ მას რათა მისულიყვნენ ქრისტეს სახარებამდე. პავლეს წერილში არ ხდება ფილოსოფიის ფორმულირება ყველა ადამიანისთვის, არამედ საუბარია გაჯიუტებულ იუდეველებზე.

ლოცვა: ზეციერო მამაო ჩვენ თაყვანსგცემთ შენ, ვინაიდან აგვირჩიე ცოდვილები და მოგვეცი უფლება შენი შვილები გავმხდარიყავით, იმისდა მიუხედავად რომ არ ვართ ამ რჩეულობის ღირსნი! ჩვენ გაქებთ შენ შენი წყალობისთვის და მთელი გულით გემადლიერებით, რომ არ უარგვყავი ჩვენი ცოდვების მიუხედავად, არამედ დიდებული წმიდა სიყვარულით მიგვიზე შენთან!

კითხვა:

  1. რატომ არ იმსახურებს ადამიანი, რომ ღმერთმა ის რჩეული გახადოს? და რა მიზეზით გავხდით ღმერთის რჩეულები?
  2. რატომ გაასასტიკა ფარაონის გული ღმერთმა? და როგორ ვლინდება ცალკეული ადამიანების ოჯახების ან მთელი ერის გასასტიკება?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:50 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)