Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish
Previous Lesson -- Next Lesson რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 5 - ჩვენი გადარჩენა საუკუნოდ დამტკიცებულია (რომაელები 8:28-39)
2. ქრისტეს ჭეშმარიტება - ჩვენი ღმერთთან ურთიერთობის პირობაა მრავალი ტანჯვების მიუხედავად (რომაელები 8:31-39)რომაელთა 8:38-39 პავლე დარწმუნებული იყო, რომ ვერანაირი მიწიერი და ვერც სულიერი და მიწიერი ვერ შეძლებს ღმერთის სიყვარულს ჩამოგვაშოროს, რომელიც იესო ქრისტეში გამოვლინდა! ამ დიდებული და კატეგორიული გამონათქვამით პავლე ასრულებს რომაელთა მიმართ წერილების დოქტრინალურ ნაწილს. მოციქულის დამაჯერებლობა იყო დაფუძნებული არა უბრალო ანალიზზე, არამედ ბრძოლაში გამოვლილ ღრმა გამოცდილებაზე, ასევე სულიწმიდის მოწმობაზე მის გულში. პავლე არ ამბობდა: ,,თუ ღმერთი ისურვებს მაშინ იქნება ის ჩემთან ერთად“, არამედ სრული დამაჯერებლობით აღიარა ის რაშიც დარწმუნდა, როდესაც ქრისტეს სიყვარული შეიცნო: ქრისტეს სიყვარული არასდროს წყდება! ღმერთის ერთგულებაში ეჭვი არ არსებობს! პავლე საუბრობდა არა ადამიანურ სიყვარულზე, არც გულმოწყალე და მოსიყვარულე ღმერთზე; ის ხედავდა ძის მეშვეობით მამას და მან არ იცოდა სხვა გზა ღმერთისკენ, გარდა ქრისტესი! მას შემდეგ რაც ღმერთის ძე განკაცდა ჩვენ ვიცით, რომ უფალი - ჩვენი მამაა! მისი მამობრივი სიყვარული არ ჰგავს ადამიანურ გრძნობებს, წმიდა ღმერთმა ხომ მოგვცა თავისი ძე მსხვერპლად უწმინდურ ცოდვილებს! ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ ის მოწყალეა უნდა გვჯეროდეს კიდეც, რომ ის მოგვიწოდებს მის აღთქმაში შევიდეთ და კრავის სისხლის მეშვეობით მივიღოთ შვილობა! ჯვრის წყალობით პავლე დარწმუნებული იყო, რომ ღმერთის სიყვარული არასდროს შეწყდება! მაგრამ ეშმაკიც რეალურია და ვინც უარყოფს მის არსებობას მას არ ესმის თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფება მსოფლიო. პავლე ხედავდა მრავალ სულიერ ძალას, რომელიც მზად იყო გაენადგურებინა ახლანდელი და მომავალი მსოფლიოები. ის არა მხოლოდ ხშირად უყურებდა სიკვდილს თვალებში, არამედ ბნელეთის ანგელოზებსაც ებრძოდა, ებრძოდა ლოცვებშიც ჯოჯოხეთურ სიგიჟეებს და ამიტომაც თქვა: ,,ჯოჯოხეთიც და ზეცაც ერთდროულად, რომ დამესხას თავს ღმერთის სიყვარული ქრისტეში მაშინაც არ შეწყდებოდა. ვერცერთი ღმერთის მოწინააღმდეგე ძალა ვერ შეძლებს ჩემს დამარცხებას ვინაიდან ქრისტეს მარადიულმა სისხლმა გამწმინდა მე!“ პავლეს ჰქონდა წინასწარმეტყველური ნიჭი ის ხედავდა, თუ როგორ ესხმოდა თავს ეკლესიებს მატყუარა და მკვლელი, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ვინაიდან ეკლესია ქრისტეში იყო და ვერავინ შეძლო ქრისტეს ხელებიდან მისი წაგლეჯვა! რჯულმაც ვერ შეძლო მოციქულის რწმენის შერყევა, ვინაიდან ისინი მოკვდნენ ქრისტესთან ერთად ჯვარზე, ის კი ცხოვრობდა მათში და იცავდა მათ. ბოლო სასამართლოზე მორწმუნე იქნება, ვინაიდან ქრისტე სამუდამოდ რჩება ერთგულ გამარჯვებულად! ასევე ჩვენს მოგმართავთ შენ ძვირფასო ძმაო მოწოდებით, რომ მთელი შენი სული, მშვინვა და სხეული მისცე ღმერთის სიყვარულს და მყარად ჩაეჭიდო წმიდა სამებას, რათა შენი სახელი ჩაიწეროს სიცოცხლის წიგნში და საუკუნოდ ღმერთის შვილად დარჩე! მიაქციე ყურადღება იმას, რომ პავლემ ღმერთის ერთგული სიყვარულის ქების სიმღერა მხოლობითში კი არ დაუწერია, არამედ მრავლობითში: ,,ჩვენ“, ამ სიტყვაში ის მოიაზრებდა რომის ყველა მორწმუნეებს და ასევე ხმელთაშუა ზღვის სხვა ეკლესიებსაც. მისი რწმენის მოწმობა ჩვენზეც ვრცელდება, თუ მივიღეთ მისი დამაჯერებელი სწავლება, რომელიც წინა თავში იყო და არ ვაქცევთ ყურადღებას იმას რა ითვლება ამ ქვეყანაში ძლიერად და კარგდა, არამედ ვეწებებით ღმერთს, ღმერთის სიყვარულს, რომელიც იესო ქრისტეში გამოვლინდა! ბოლო სიტყვები ,,...ჩვენი უფლის შესახებ“, რომლითაც პავლე ასრულებს თავის სიტყვას კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ გოლგოთის გამარჯვებული - ყოველივეს უფალია, რომლის ძალაუფლებაშიც დევს ჩვენი დაცვა. ის შლის ჩვენსკენ ხელს და არ გვტოვებს, ვინაიდან ვუყვარვართ! ლოცვა: იესო, მე არ მყოფნის სიტყვები, რომ გემადლიერო! შენ გადამარჩინე მე და მე შენი საკუთრება გავხდი! ამავსე შენი სიყვარულით, რათა ჩემი ცხოვრება გახდეს შენი საქებარი და განგადიდო შენ ჩემი მყარი რწმენით იმაში, რომ არავის შეუძლია ჩამომაშოროს შენგან, ვინაიდან შენ ერთგული ხარ! და როგორც შენ ზიხარ მამის მარჯვნივ, როგორც ის არის შენში და შენ მასში, ასე განმამტკიცე შენს სამართლიანობაში, რათა არ ჩამოვშორდე მამას, ძეს და სულიწმიდას! ამინ. კითხვა:
რომაელთა მიმართ წერილების კითხვათა პირველი სერიაძვირფასო მკითხველო, თუ შენ გინდა უფრო ღრმად შეისწავლო ღმერთის სიტყვა და ჯილდოდ ჩვენგან წიგნი მიიღო, მაშინ მოგიწევს შემდგომი სერიიდან 10 სწორი პასუხის გაცემა:
აუცილებლად მიუთითეთ თქვენი ფოსტის მისამართი. დაწერეთ ყველა თქვენი პასუხი გასაგები ხელწერით და გამოგზავნეთ ისინი მისამართზე: Waters of Life Internet: www.waters-of-life.net |