Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 003 (The word before incarnation)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
ა - ღმერთის სიტყვა ხორცს ისხავს იესოში (იოანე 1:1-18)

1. დასაწყისში იყო სიტყვა (იოანე 1:1-5)


იოანე 1:2-4
2 ის იყო დასაწყისში ღმერთთან. 3 ყოველივე მისი მეშვეობით შეიქმნა; და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. 4 მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.

ქრისტე არ ცხოვრობდა საკუთარი თავისთვის. ის ყოველთვის ღმერთისთვის ცხოვრობდა, განუყოფლად მასთან და მასში ყოფნით. ის, რომ ქრისტე დასაბამიდანვე “მამის ირგვლივ“ ტრიალებდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იოანესთვის, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ თავისი სახარების დასაწყისში რამდენჯერმე უკვე გაუსვა ხაზი ამას. ქრისტეს და მამის მარადიულ ერთობაში - არის სამების საიდუმლოც. ჩვენ სამი სხვა დასხვა ერთმანეთისგანა დამოუკიდებელი ღმერთის კი არ გვწამს, არამედ ერთი ღმერთის, რომელიც აღსავსეა სიყვარულით. მარადიული ღმერთი თავის თავზე კი არაა შეყვარებული, რომელიც ყველაფრისგან და ყველასგან განცალკევებითაა. მასთან ერთან დაურღვეველ ერთობაში მისი შვილია. და ჩვენ მხოლოდ მაშინ შევძლებთ ღმერთის ჭეშმარიტი პიროვნების შეცნობას, როდესაც სულიწმიდა ჩაღვრის ღმერთის სიყვარულს ჩვენ გულებში.

თავდაპირველად უფალი ქმნიდა დედამიწას არა ქედამღლურ სიჩუმეში, არამედ თავისი ყოვლისშემძლე სიტყვით. და რამდენადაც ქრისტე არის, ღმერთის სიტყვა, ღმერთმა ქვეყნიერება შექმნა მისი მეშვეობით. მაშასადამე, იესო არა მხოლოდ მხსნელი, გამომსყიდველი და შუამდგომელია, არამედ შემოქმედიც. და თუ ყოველივე ამ დედამიწაზე ქრისტეს შექმნილია, მაშინ ის - ყოვლისშემძლეა. და თუ ქვეყანაზე ყველაფერი ხდება მისი ნებით, ის - ყოვლისმპყრობელია. გახსენი შენი გული და შეიცანი, ვინ არის ქრისტე! ყველა თანამედროვე მეცნიერული აღმოჩენა, ატომური ენერგია, კოსმოსის ათვისება - იესოს დიდების და ყოვლისშემძლეობის მცირე ასახვაა. ყველაფერი, რასაც ფლობ: ხმა, სხეული, სისხლ-ძარღვები, გულისცემა - ღმერთის მადლით მოგეცა. ბოლოს და ბოლოს, როდის გადაუხდი მას ამ ყოველივესთვის მადლობას?

აბსოლუტურად ყველაფერი შექმნილია ღმერთით და მისი სიტყვის მეშვეობით. ის ყველგანმყოფელია, საუკუნო და წმიდა. როგორც ღმერთს აქვს სიცოცხლე თავისში, ასევე ქრისტეა - ჭეშმარიტი სიცოცხლის წყარო, ერთგული და მაცოცხლებელი. ის სიკვდილისგან გვიცავს, აღგვადგენს ცოდვებისა და დანაშაულისგან და გვიცავს საუკუნო სიცოცხლისთვის. ამ ღვთიურმა ცხოვრებამ ქრისტეში დაამარცხა სიკვდილის ძალა, და ის აღდგა სამარხიდან ცოცხლად. ქრისტე არა მხოლოდ შემოქმედია, ის ასევე სიცოცხლის წყაროცაა. ის წმიდაა და ამიტომაც ვერ ეკარება მას სიკვდილი. არც მამაში და არც ძეში არ არის ცოდვის ნაპერწკალი. ქრისტე იყო, არის და იქნება საუკუნის დასაბამიდან უსასრულობამდე. სახარების მომდევნო თავებში ჩვენ ვკითხულობთ სიცოცხლის ცხოვრების, რომელიც იესოში იყო დაფარული. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებაა ამ სახარებაში.

დედამიწაზე ცხოვრებას წარმოშობს მზის სხივი. ქრისტეს სამეფოში კი პირიქითაა - მისი სიცოცხლე წარმოშობს სინათლეს. ის წარმოშობს ჩვენში იმედს. ჩვენი რწმენა - ეს არ არის კანონის, სიკვდილის ან განსჯის რელიგია, არამედ სიცოცხლის სიტყვის, სინათლის და იმედის. იესო აღგდა მკვდრეთით და გააქარწყლა ჩვენი უიმედობა. და როდესაც სულიწმიდა გადმოვიდა ჩვენზე, ჩვენ ღმერთის ცხოვრების მონაწილეები გავხდით.

ქვეყნიერება სიბნელეში ცხოვრობს ცოდვის გამო, ქრისტე კი სიყვარულია, და ის სინათლეში ივანებს. მასში არც წყვდიადია, არც ბოროტება და სიცრუე. ამიტომაც ქრისტე არის ღმერთის დიდებით აღვსებული, რომელიც თოვლზე უფრო სპეტაკია და თვალის მომჭრელი მზიან ამინდში. თუმცაღა იოანე ღვთისმეტყველი არ იწყებს სახარებას იმის აღწერით თუ როგორი დიდებით ბრწყინავს ქრისტე, არამედ მისი მაცოცხლებელი ძალით. იმიტომ, რომ როცა მის სიწმიდეს შევიცნობთ, ჩანს ჩვენი უძლურება და მხილებულნი ვართ, ხოლო მისი მაცოცხლებელი ძალის შეცნობით, ჩვენ თავად ვიძენთ სიცოცხლეს. რაც უფრო ღრმად შევიცნობთ ქრისტეს, მთ უფრო გვანუგეშებს და გვაღორძინებს ის.

იესო - ქვენიერების სინათლეა. ის არ ანათებს საკუტარი თავისთვის, არ აამაღლებს თავის სახელს, არამედ ასხივებს ჩვენთვის. ცვენში არაა ნათელი, მხოლოდ ბნელია, და ჩვენ ამ სიბნელის ნაწილი ვართ. ყველა ადამიანი გახრწნილია, და მხოლოდ მაშინ, როდესაც იესო გვწმედს, გვეხილება თვალები, ვხვდებით რა მდგომარეობაში ვართ, მკვდრეთით ვთდგებით და მისი სახარების მეშვეობიტ შევდივართ საუკუნო სიცოცხლეში. ქრისტე გვიზიდავს ჩვენ, გვიწოდებს თავისი წმიდა ცხოვრებით, რათა დავტოვოთ ჩვენი იუმედო ცხოვრება და მყარი გადაწყვეტილებით შევუერთდეთ მას.

ლოცვა: ჩვენ თაყვანს გცემთ შენ, უფალო იესო, რადგან შენ,მამა და სულიწმიდა ერთნი ხართ. შენ შექმენი დედამიწა მამასთან შეთანხმებით. შენ მომეცი მე სიცოცხლე. მაპატიე ყოველი არასწორი ჩემ ცხოვრებში. გამწმიდე შენი სულიწმიდით, რათა ვიცხოვრო შენი სიმართლით. მე უკან ვიტოვებ ცოდვილ ცხოვრებას და შენი სინათლისკენ მოვემართები, საუკუნო სიცოცხლისთვის.

კითხვა:

  1. დაასახელე ქრისტეს 6 თვისება, რომელიც იოანემ გამოყო სახარების დასაწყისში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 09:54 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)